ქაოსი ბათუმის „დინამოში“ – არჩილ ბერიძე კლუბს და ქართულ ფეხბურთს ტოვებს – ბათუმის „დინამოს“ მოულოდნელი გაცხადება

86
ბათუმის „დინამომ“ „ფეისბუქზე“ განცხადება გაავრცელა, სადაც კლუბის მფლობელის არჩილ ბერიძის თქმით ის სავარაუდოდ ქართული ფეხბურთის და გუნდის დატოვებას აპირებს.
გთავაზობთ განცხადებას უცვლელად:
„შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ხვალ გავაკეთებთ სპეციალურ განცხადებას და სავარაუდოდ დავტოვებთ ქართულ ფეხბურთს და „დინამო“ ბათუმს.
არჩილ ბერიძე – „დინამო“ ბათუმის მფლობელი”, – წერია განცხადებაში.
Sportall.Ge
შეგახსენებთ, რომ დღეს პირველ ნოემბერს ბათუმის „დინამო“ ეროვნული ლიგის 33-ე ტურში სტუმრად საჩხერის “ჩიხურასთან” ანგარიშით 0:2 დამარცხდა.
მატჩის 27-ე წუთზე ვიდეოგამეორებიდან ჩანდა, რომ დვალიშვილის დარტყმული ბურთი საჩხერელთა მცველს საჯარიმოში ხელზე მოხვდა, თუმცა მსაჯმა რეაგირება არ მოახდინა, გარდა ამისა მეორე ტაიმის დასაწყისში ჯოვინო ფლამარიონი მეკარესთან პირისპირ გადიოდა რა დროსაც ის წესების დარღვევით გააჩერეს, თუმცა მსაჯის სასტვენი კვლავ დუმდა.
წყარო: sportall.ge
SHARE