ქართველთა ხუთი მედალი ევროპაზე

62

ბათუმში მოჭადრაკეთა ევროპის მე-20 გუნდურ ჩემპიონატში საქართველოს ქალთა ნაკრებმა 15 ქულით მე-2 ადგილი დაიკვა და ვერცხლის მედალი დაიმსახურა – გამარჯვებულ რუსეთის გუნდს მხოლოდ ქულით ჩამორჩა.

გარდა გუნდური ვერცხლისა, ჩვენებმა დაფების მიხედვით ინდივიდუალურ პირველობაში კიდევ ოთხ მედალს გამოჰკრეს ხელი. ქართველ მოჭადრაკე ქალთა ლიდერმა ნანა ძაგნიძემ ჩემპიონატში შესანიშნავად ითამაშა – მანდილოსნებს შორის საუკეთესო რეიტინგ-პერფორმანსი აჩვენა და, ცხადია, პირველ დაფაზეც პირველი იყო. ასევე, ოქროს მედალი მე-4 დაფაზე მერი არაბიძემ დაისაკუთრა, ხოლო ლელა ჯავახიშვილს ქალთა მეორე დაფაზე და ივან ჩეპარინოვს ვაჟთა მესამე დაფებზე ბრინჯაოს ჯილდოები ერგოთ. კიდევ ერთმა ქართველმა მოიპოვა ოქროს მედალი – ქალთა მესამე დაფაზე პირველი იყო ანა მათნაძე, ოღონდ ის ესპანელებისთვის გაისარჯა.

ბათუმში დაფების მიხედვით საპრიზო ადგილებზე გავიდნენ:

ქალები

I დაფა: 1. ნანა ძაგნიძე (საქართველო),2. პია კრამლინგი (შვედეთი), 3. გუნაი მამაზადა (აზერბაიჯანი);

II დაფა. 1. კატერინა ლაგნო (რუსეთი), 2. კორინა-იზაბელა პეპტანი (რუმინეთი), 3. ლელა ჯავახიშვილი (საქართველო);

III დაფა: 1. ანა მათნაძე (ესპანეთი), 2. ელმირა სკრიპჩენკო (საფრანგეთი), 3. მარი ჰანა კლეკი (გერმანია);

IV დაფა: 1. მერი არაბიძე (საქართველო), 2. გულნარ მამადოვა (აზერბაიჯანი), ვალენტინა გუნინა (რუსეთი);

V დაფა: ანა სარგსიანი (სომხეთი), 2. დანიელა მოვალეანუ (იტალია), 3. ანა კაშლინსკაია (რუსეთი).

ვაჟები

I დაფა: 1. დმიტრი ანდრეიკინი (რუსეთი), 2. ლევონ არონიანი (სომხეთი), 3. ვასილი ივანჩუკი (უკრაინა);

II დაფა: 1. ნიკიტა ვიტიუგოვი (რუსეთი), 2. ფრანსისკო პონს ვალიეხო (ესპანეთი), 3. ივან ჩეპარინოვი (საქართველო);

III დაფა: 1. ფერენც ბერკეში (უნგრეთი), 2. ალექსეი შიროვი (ესპანეთი), 3. ანდრეი ვოლოკიტინი (უკრაინა);

IV დაფა: სტელოს ჰალკიასი (საბერძნეთი), 2. გავაინ ჯონსი (ინგლისი), 3. გადირ გუსეინოვი (აზერბაიჯანი);

წყარო: sportall.ge
SHARE