(ვიდეო) ჩაკვეტაძე ვარჯიშს ორშაბათს დაიწყებს

36

“გენტის” მწვრთნელმა ჰეინ ვანჰაზებრუკმა voetbalprimeur.be-თან ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმის შესახებ ისაუბრა.

“ცოტა ნაკლები ტკივილით დაბრუნდა, თუმცა ტრავმა ბოლომდე არ მოურჩენია. კიდევ ერთხელ ვნახეთ და ვეცადეთ რამე მოგვემოქმედა: რამდენიმე დღით დასვენების საშუალება მივეცით, უქმეების შემდეგ კი იმის იმედით, რომ დისკომფორტი შეუმცირდება, ისევ დაიწყებს ვარჯიშს და იმედია, ბოლომდე შეძლებს აღდგენას.

ექიმები გადაწყვეტილების მისაღებად ყველა მეთოდს იყენებენ. ძალიან უცნაური ტრავმაა, მაგრამ სერიოზული არაა. ტკივილები მართლაც დიდი ხანია აწუხებს. ანატომიურად ბოლომდე საბრძოლველად მზადაა, მაგრამ ტკივილი მოსვენებას არ აძლევდა. ოპერაცია არავითარ შემთხვევაში არ სჭირდება. ტრავმა კარგა ხანია უნდა მოერჩინა, მაგრამ უცნაური რამ სჭირს”.
SHARE