ალეკსანდერ-არნოლდი: მესი მცველებს მანეკენებივით ეთამაშება

410
“ლივერპულის” მცველმა ტრენტ ალეკსანდერ-არნოლდმა “ბარსელონას” თავდამსხმელი ლეო მესი შეაქო.

“თუნდაც როდესაც ბურთთან მესი შორსაა, მაინც ქვეცნობიერად მასზე ფიქრობ. შენი გუნდი შეტევას ცდილობს, შენ კი მესი მუდამ თვალთახედვის არეში გყავს, რადგან თუ ბურთი მიიღო, ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

ლეო როდესაც შენს მხარეს არ იყურება, მაინც კონცენტრირებული ხარ, ვინაიდან მას შეუძლია დაინახოს ის, რასაც შენ ვერ ხედავ. მთელ მოედანზე გიწევს მისთვის ყურადღების მიქცევა.

ის მოვლენებს ყველაზე სწრაფად აფიქსირებს, შეუძლია მცველების მოქმედების წაკითხვა, შეუძლია დრიბლინგით გასცდეს მათ, თითქოს ისინი არც არიან. თითქოს მანეკენების წინააღმდეგ თამაშობს. ამიტომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად მიმაჩნია”, – განუცხადა ალეკსანდერ-არნოლდმა Goal-ს.
წყარო: sportall.ge
SHARE