ანანიძეს დაველაპარაკეთ და პასუხს ველოდებით

402
August 19, 2019. Russia, Moscow, Otkritie Arena Stadium. Russian Premier League 2019/20. Spartak's player Jano Ananidze during match between FC Spartak (Moscow) - PFC CSKA (Moscow)

ბათუმის „დინამოს” მეპატრონემ და პრეზიდენტმა, არჩინ ბერიძემ განაცხადა, რომ ბათუმის „დინამოში” საქართველოს ნაკრებისა ფამაგუსტას “ანორთოსისის” 27 წლის ფეხბურთელის, ჯანო ანანიძის დამატება სურთ და რომ ამის შესახებ მოლაპარაკება დაწყებულია.

– ძალიან მოულოდნელი ამბავია, ჯანო ანანიძე ბათუმის „დინამოში“ გუნდისთვსიაც მშვენიერი ტრანსფერი იქნება და ზოგადად, ჩვენი ჩემპიონატისთვისაც.

– მე სწორედ ამაზე ვფიქრობ. მოლაპარაკება დაწყებულია და ვნახოთ.

– კორონავირუსის კრიზისი დროს ეს ჩვენი ჩემპიონატის კვალობაზე მოულოდნელი და საკამოდ ძვადღირებული ტრანსფერი იქნება.

– ამიტომ, ჯანოსთან შეხვედრამდე, ჯერ ჩვენს პარტნიორებს შევხვდი და დავარწმუნე, რომ ანანიძის დამატება გუნდისთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა.

– ჯანოსთან მოლაპარაკებით თუ დაინტერესდა?

– სხვაგავრად მოლაპარაკება არ დაიწყებოდა. პარტნიორების მერე თავად ჯანოს ველაპარაკე და მისგან დადებითი გამოხმაურება მივიღე. არის წინასწარი სიტყვიერი თანხმობა. მაგრამ საბოლოო პასუხს ველით..

– როდისთვის?

– ანანიძე ბათუმის „დინამოს” წინადადებაზე პასუხს ხვალ გვეტყვის.

– პრობლემა არაა, რომ ანანიძეს ამჟამად კონტრაქტი ფამაგუსტას “ანორთოსისთან” აკავშირებს?

– კონტრაქტი 30 მაისს უმთავრდება. ჯანო უკვე ელაპარაკა ჩვენს მთავარ მწვრთნელს, გია გეგუჩაძეს ელაპარაკა და ამით ორივე კმაყოფილი დარჩა. მოლაპარაკება დამაიმედებლად წარიმართა და ვნახოთ.

– ეს ტრანსფერი თუ შედგა, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ ამბიციურ მოთამაშეს საქართველოს ჩემპიონატში რა მოტივაცია უნდა ჰქონდეს?

– ანანიძისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთა თასის ნახევარფინალში საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ბელარუსის წინაააღმდეგ ითამაშოს,. საამისოდ კი მას სათამაშო პრაქტიკა სჭირდება. ამას გარდა, ჩვენ ევროპის ლიგაზე ვითამაშებთ და ჩემი აზრით, დამატებით მოტივაციად ესეც გამოდგება. მისთვსი ერთ-ერთი ამოსავალი მომენტია, რომ გაი გეგუჩაძესთან ივარჯიშებს. არ დაგავიწყდეთ, რომ ბათუმის „დინამოში” საქართველოს ნაკრების ორი ფეხბურთელი უკვე დავიმატეთ – გიორგი ნავალოვსკი და ჯაბა ჯიღაური. იმედია, ჯანოც დაგვთანხმდება და ნაკრების სამეული გვ ეყოლება.

– ერთა ლიგის ნახევარფინალური მატჩი ახსენეთ. ანუ ასეთ შემთხვევაში ანანიძეს აქცენტი მაინც ფორმის აღდგენასა და ხანმოკლე კონტრაქტის გაფორმებაზე ექნება?

– ასეა არაა და კარგია, რომ ეს მკითხეთ. ანანიძეს ხანგრძლივი კონტრაქტის გაფორმებაზე ველაპარაკებით და არა რამდენიმეთვიანზე.

– ჯანო საქართველოში იმიტომ დარჩა, რომ მკურნალობდა. ახლა თავს როგორ გრძნობს?

– კარგად გრძნობს. კვიპროსიდან ჯანო ტრავმის გამო წამოვიდა, მაგრამ ახლა ფაქტობრივად, მორჩენილია და დიდი იმედი მაქვს, რომ შევთანხმდებით და სეზონის განახლებამდე ფორმაში იქნება.

– სანამ კორონავირუსით გამოწვეული პაუზა დასრულდება, ბრაზილიურმა გამოცემა „გლობო ესპორტემ“ ბათუმის „დინამოს” მოთამაშე „წაგართვათ”.

– ანუ?

– თავისუფალი აგენტების სია შეადგინა, რომლებიც შესაძლოა ზაფხულში ბრაზილიური კლუბები შეიძლება დაინტერესდნენ და რეინალდო დაასახელა.

– არა, რა სისულელეა. რეინალდო ჩვენი მოთამაშეა და არსად არ გაგვიშვია.

– გუნდიდან არავინ წასულა?

– არავინ. რეინალდომაც ხელფასის 50 პროცენტით შემცირება ნორმალურად მიიღო.

– ფეხბურთელები შემცირებული ხელფასებით როდემდე ითამაშებენ?

– გადაწყვეტილებას მალე მივიღებთ.

– ვარჯიშს როდის განაახლებთ?

– იმედია, უახლოეს დღეებში.

– პირველივე შეხვედრას ბათუმის ახალ სტადიონზე ჩაატარებთ?

– არა მგონია, მაგრამ სტადიონის გახსნას არაფერი უკლია. ბოლო სამუშაოები ინტერნსიურად მიმდინარეობს.

წყარო: lelo.ge

SHARE