„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, ხამეს როდრიგესის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.
„ხამესს კარგად ვიცნობ, მას ნახევარდაცვის ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში. მას მარცხნიდანაც ვიყენებდი, „ათიანადაც“ და მარჯვნიდანაც. პოზიცია – მისთვის პრობლემა არ არის.
ადაპტაციის შემდეგ, მას ბევრ პოზიციაზე შეეძლება თამაში. რაც შეეხება 10-ნომრიან მაისურს, მთავარი ის არის, რომ ის „ნაპოლიში“ გადმოვიდეს. მის ნომერს მნიშვნელობა არ აქვს, უბრალოდ დრო და მოთმინება დასჭირდება.“ – ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს Football italia.
შეგახსენებთ, რომ ანჩელოტი და ხამესი ერთად ჯერ „რეალში“ მუშაობდნენ, შემდეგ კი „ბაიერნში“.
ბოლო დროს გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს კოლუმბიელის გამო, „ნაპოლი“ მზადაა, მარადონას საპატივცემლოდ გაუქმებული 10-ნომრიანი მაისური მოქმედებაში დააბრუნოს. ამან არგენტინელის შვილის უკმაყოფილებაც კი გამოიწვია.