ამერიკელი სენატორი ბითაძის შესახებ – „ახალ სეზონში ინდიანაში ველი“

556
გოგა ბითაძის ამერიკული კარიერა სავიზო პრობლემით დაიწყო – ქართველი ცენტრისთვის სამუშაო ვიზის მიღება გაჯანჯლდა, რის გამოც მან NBA-ს საზაფხულო ლიგა გამოტოვა, ინდიანაპოლისში კი მაშინ ჩავიდა, როცა პეისერსი ლას ვეგასში ბოლო მატჩს თამაშობდა.პეისერსის ბანაკში ამტკიცებდნენ, რომ ბითაძის საქმეზე აშშ-ის სახელისუფლებო წრეები იყვნენ ჩართული. გაიცანით ამერიკელი სენატორი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რომ გოგამ საბოლოოდ მაინც მიიღო ნანატრი ვიზა – 47 წლის რესპუბლიკელი ინდიანას შტატიდან ტოდ იანგი. ის 2016 წლიდან არის ამერიკის სენატში და ინდიანა პეისერსის ფანია.

 

“მოხარული ვარ, რომ გოგა ბითაძეს ვიზის მიღების პროცესში დავეხმარე. ახალ სეზონში მას ინდიანას შემადგენლობაში ველი”, – დაწერა ტოდ იანგმა ტვიტერზე.

წყარო: popsport.ge

SHARE