„ბარსელონას“ ვიცე-პრეზიდენტს კორონავირუსი აღმოჩნდა

303
კატალონიის “ბარსელონას” ვიცე-პრეზიდენტი ჟორდი კარდონერი კორონავირუსით დაინფიცირდა.
ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს. წყაროს მიხედვით, 57 წლის ვიცე-პრეზიდენტის მკურნალობა წარმატებულად მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, კორონავირუსი ჩინეთში, უჰანში გამოვლინდა, 31 იანვარს ჩინეთმა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას უცნობი ვირუსის გავრცელებაზე აცნობა. პანდემიის გამო შეჩერებულია პრაქტიკულად ყველა სპორტული ღონისძიება. სულ დაინფიცირდა 1 მილიონი ადამიანი, ხოლო 50 ათასი გარდაიცვალა.
წყარო: sportall.ge
SHARE