“ბარსელონა” უმტიტისთან ვერ თანხმდება

1183

კატალონიის “ბარსელონა” შესაძლოა დაცვის ლიდერმა, სამუელ უმტიტიმ დატოვოს. ამის შესახებ ესპანური გამოცემები იუწყებიან.

როგორც ცნობილია, ფრანგ ფეხბურთელს ახალი კონტრაქტი გაზრდილი ხელფასით სურს, თუმცა კატალონიური მხარე უარზეა და ჯერ-ჯერობით მხარეები შეთანხმებას ვერ აღწევენ.

გარდა ამისა, რამდენიმე დღის წინ ფრანგი მცველი ერთ-ერთ შოუში იყო მიწვეული, სადაც მას ყველა კითხვაზე კი ან არა უნდა ეპასუხა. მას კი მხოლოდ ორი “ჯოკრის” გამოყენება და კითხვისგან თავის არიდება შეეძლო.

რაც არ უნდა საინტერესო იყოს, უმტიტიმ შემდეგ ორ კითხვას აარიდა თავი:

“აპირებ თუ არა “ბარსელონასთან” ახალი კონტრაქტის გაფორმებას?” და “აპირებ თუ არა “იუნაიტედში” გადასვლას?”

SHARE