ბითაძეს დებიუტი ელის

484

გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსში“ დებიუტი ახლოვდება. ინდიანელებმა გუშინ დილით გეზი ინდოეთისკენ აიღებს და 16-საათიანი ფრენის შემდეგ მუმბაიში ჩავიდნენ, სადაც ახალი სეზონისთვის მზადების ციკლს გაივლიან.

დღეს, ინდოეთში „პეისერსის“ წინასასეზონო კემპი ოფიციალურად გაიხსნება, 4 და 5 ოქტომბერს კი გოგას გუნდი „საკრამენტო კინგსთან“ საგამოფენო მატჩებს ჩაატარებს.

სავარაუდოა, რომ ბითაძეს პირველ შეხვედრაში საკმაო დრო დაეთმობა, რადგანაც მწვრთნელ ნეიტ მაკმილანს მაილს ტერნერის და დომანტას საბონისის დასვენება აქვს გადაწყვეტილი.

ცნობილია, რომ ამერიკაში დაბრუნებული პეისერსი 11 ოქტომბერს „ჩიკაგო ბულსს“ შეხვდება, ხოლო 15 ოქტომბერს – „მინესოტას“. რეგულარული სეზონის პირველ მატჩში, 23 ოქტომბერს, ინდიანელები „დეტროიტ პისტონსს“ დაუპირისპირდებიან

წყარო: lelo.ge

SHARE