ბითაძის და „ინდიანას“ მორიგი წარმატება

481
INDIANAPOLIS, INDIANA - NOVEMBER 27: Goga Bitadze #88 of the Indiana Pacers shoots the ball against the Utah Jazz at Bankers Life Fieldhouse on November 27, 2019 in Indianapolis, Indiana. NOTE TO USER: User expressly acknowledges and agrees that, by downloading and or using this photograph, User is consenting to the terms and conditions of the Getty Images License Agreement. (Photo by Andy Lyons/Getty Images)

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მოგებების სერია ოთხამდე გაზარდა გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსმა”. ინდიანაპოლისელებმა ამჯერად “იუტა ჯაზს” უმასპინძლეს და დამაჯერებლად, 121:102 დაამარცხეს.

მეოთხე პერიოდის დასაწყისში სხვაობა მხოლოდ 7 ქულა იყო “პეისერსის” სასარგებლოდ, თუმცა დასკვნითი მონაკვეთი მასპინძლებმა მაღალ დონეზე ჩაატარეს და საბოლოოდ 19 ქულის სხვაობით იმარჯვეს.

ამ წარმატებაში გოგა ბითაძის წვლილი ასეთი იყო: 12 წუთი, 3 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი. 4-დან 1 ორქულიანი, 2-დამ 1 საჯარიმო. “ინდიანაში” სამი კაცი ასცდა 20-ქულიან ნიშნულს: დომანტას საბონისმა 23 ქულა ჩააგდო (12 მოხსნა), მალკოლმ ბროგდონმა – 22, ხოლო ტი ჯეი უორენმა – 23.

“იუტას” ფრანგმა ცენტრმა რუდი გობერმა 14 ქულითა და 13 მოხსნით ორმაგი დუბლი მიითვალა.

“ინდიანას” 11 მოგება, 6 წაგება აქვს და აღმოსავლეთის კონფერენციაში მე-6 ადგილზეა. იგი მხოლოდ 4 მოგებით ჩამორჩება ლიდერ “მილუოკის”. ბითაძის გუნდი მომდევნო მატჩს 30 ნოემბერს, თბილისის დროით დილის 5 საათზე გამართავს. მისი მეტოქე “ატლანტა ჰოქსი” იქნება.

წყარო: lelo.ge

SHARE