ბოლქვაძე US OPEN-ის ძირითად ბადეშია. პირველი მეტოქე…

429
MANCHESTER, ENGLAND - JUNE 10: Mariam Bolkvadze of Georgia celebrates while playing against Emily Webley-Smit during Day one of the Fuzion 100 Manchester Trophy at The Northern Lawn Tennis Club on June 10, 2018 in Manchester, United Kingdom. (Photo by Nathan Stirk/Getty Images for LTA)

ორშაბათიდან სტარტს აიღებს ჩოგბურთში ამერიკის ღია პირველობა. როგორც უკვე გაუწყეთ, მამაკაცთა ერთეულთა თანრიგში ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი პირველ წრეში უნგრელ მარტონ ფუჩოვიჩს ეთამაშება.

ახლა კი გვინდა ფრიად სასიხარულო ამბავიც გამცნოთ, ამერიკის ღიაზე, ძირითად ბადეში, ბასილაშვილის გარდა კიდევ ერთი ქართველი იასპარეზებს, ქალთა შორის საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით დასძლია 21 წლის მარიამ ბოლქვაძემ (WTA:202).

ვიდრე ძირითად ბადეში თამაშის უფლებას მოიპოვებდა, მარიამმა საკვალიფიკაციო ეტაპზე სამი წრე გაიარა, პირველ წრეში ამერიკელი ჰაზერ უოტსონი (WTA:101) ორ სეტში 6:4, 6:2 დაამარცხა. ბოლქვაძის მომდევნო მეტოქე სამხრეთკორეელი ნა ლი ჰანი (WTA:163) გახლდათ, რომლის დასამარცხებლად მარიამს სამი სეტი დასჭირდა – 2:6, 6:2, 7:5.

მესამე მატჩში, ბოლქვაძემ ჩინელ შილინ სიუს (WTA:215) სამ სეტში, 2 საათსა და 15 წუთში – 6:4, 2:6, 6:4 მოუგო.

ამრიგად მარიამ ბოლქვაძემ ამერიკის ღია პირველობის ძირითად ბადეში თამშის უფლება მოიპოვა, სადაც პირველ წრეში მისი მეტოქის 24 წლის ამერიკელი ბერნარდა პერა იქნება (WTA:69).

ბოლქვაძე-პერას შეხვედრა 26 აგვისტოს 19:00 საათზეა ჩანიშნული, თუმცა დრო შეიძლება შეიცვალოს.

წყარო: lelo.ge

SHARE