ბოლქვაძისა და ქარდავას წარმატებული სტარტი

678

ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ წარმატებული სტარტი აიღო პორტუგალიურ კორუა-სექსაიში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი).

მე-2 ნომრად განთესილმა ბოლქვაძემ ესპანელი მარინა ბასოლს რიბერა 6:3, 6:1 დაამარცხა და მერვედფინალში შვედ ჟაკელინ კაბაი ავადს გაეჯიბრება.

შეგახსენებთ, ბოლქვაძე და ლატვიელი დიანა მარცინკევიჩა წყვილთა შეჯიბრის მეოთხედფინალში არიან გასულნი, სადაც ავსტრალიელ ისაბელა ბოჟიჩევიჩსა და ებრაელ ვლადა ეკშიბაროვას ეთამაშებიან.

ტუნისურ ტაბარკაში მიმდინარე 15-ათასიანი ტურნირის სასტარტო წრეში ზოზია ქარდავამ კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ პერლა ნიუბოერს 3:6, 6:3, 6:2 სძლია და მერვედფინალში ძალებს ავსტრიელ არაბელა კოლერთან მოსინჯავს.

 

წყარო: worldsport.ge

SHARE