ბორჯღალოსნები – შოტლანდიამდე სამხრეთაფრიკელები

464

საქართველოს ნაკრები თურქეთიდან დაბრუნდასადაც საწვრთნელ შეკრებაზე იმყოფებოდაჩვენიეროვნული გუნდის მორაგბეები რამდენიმე დღე დაისვენებენ და მსოფლიოს ჩემპიონატისთვისმზადებას “შევარდენის სანაკრებო ბაზაზე” 20 აგვისტოდან განაახლებენ.

შეგახსენებთ, რომ იაპონიაში გამგზავრებამდე “ბორჯღალოსნები” 27 აგვისტოს ვაკის სტადიონზე სამხრეთაფრიკულ “საუთერნ კინგს” დაუპირსპირდებიან. ოთხ დღეში კი, მეტოქე შოტლანდიის ეროვნული ნაკრები იქნება. ეს შეხვედრა ეროვნულ სტადიონზე გაიმართება. “ნარსაშებს” საპასუხოდ ედინბურგში, 6 სექტემბერს ვეწვევით. იქიდან კი, საქართველოს ნაკრები გეზს იაპონიისკენ აიღებს.

ამასობაში კი, “ბორჯღალოსნების” მეტოქემ მსოფლიოს თასის ჯგუფურ ეტაპზე, ფიჯის ნაკრებმა წყნარი ოკეანის აუზის ერთა თასის გათამაშებაში მორიგი შეხვედრა გამართა. ფიჯელები ამჯერად სამოას ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდნენ და 10:3 დაამარცხეს. ერთდერთი ლელო ფიჯელთაგან ვერენიკიგონევამ გაიტანა.

საწვრთნელი მატჩი გამართა უელსის ნაკრებმაც, რომელიც სტუმრად, “თვიქნემზე” ინგლისის ნაკრებს დაუპირისპირდა და 19:33 წააგო. “წითელმა ურჩხულებმა” სამი ლელო გაიტანეს. თავი გამოიჩინეს ცხრა ნომერმა გარეთ დევისმა, გარემარბა ჯორჯ ნორსმა და შერკინების ბურჯმა ვინ ჯოუნსმა.

ტურნირის გამარჯვებული კი, იაპონიის ნაკრები გახდა, რომელმაც ბოლო ტურში აშშ-ს ნაკრების დამარცხება შეძლო 34:20.

წყარო: lelo.ge

SHARE