გვილიას დიდი აღიარება – პოლონეთის ლიგის ყველაზე სასარგებლო მოთამაშე ქართველია

350

პოლონეთის საფეხბურთო ჩემპიონატის ლიგის ყველაზე სასარგებლო მოთამაშე ქართველია – ინფორმაციას გვერდი legia.net ავრცელებს.

ვარშავის „ლეგიასა“ და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ე.წ. გერმანული სისტემით პოლონეთის საფეხბურთო ჩემპიონატის ლეგიონერებში ყველაზე მეტი ქულა დააგროვა.

გვილიამ 11 გოლი გაიტანა და ჩემპიონატის ბომბარდირს, თანაგუნდელ იაროსლავ ნეზგოდას, სულ ორი ბურთით ჩამორჩა. საგოლე გადაცემებით კი გვილია მეორე ადგილზეა – სეზონში მისი პასებით 9 გოლი გავიდა.

ჯამში, ვაკო გვილიამ გერმანული სისტემით 20 ქულა დააგროვა და ლიგის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

წყარო: 1tv.ge

SHARE