გიორგი მაკარიძე პორტუგალიური სეზონის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

311

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მაკარიძე პორტუგალიის ჩემპიონატის ახლახან დასრულებული სეზონის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. პრიმეირა ლიგის რჩეულთა გუნდი Whoscored.com-ის (რომელიც სხვადასხვა სტატისტიკურ მაჩვენებელს აჯამებს) ვერსიით შეადგინეს.

30 წლის გოლკიპერმა 10-ბალიანი სისტემით 6,8 ქულა დაიმსახურა. მაკარიძემ პორტუგალიის ბოლო ჩემპიონატში 37 მატჩი (ერთი თამაში დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა) ჩაატარა და 14 შემთხვევაში კარი “მშრალად” შეინახა.

SHARE