გიორგი მერებაშვილი: არ შეიძლება თავის დამშვიდება იმით, რომ ბელარუსს შინ ვეთამაშებით!..

309

გიორგი მერებაშვილი პოლონეთში ისევ დააფასეს. ის ერთბაშად ორ სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს, თუმცა მისთვის პლოცკის “ვისლას” შემადგენლობაში კარგი თამაში ერთგვარად საქართველოს ეროვნული გუნდის უახლოესი მატჩებისთვის მზადების ერთ-ერთი ეტაპიცაა. 33 წლის შემტევი “ლელოსთან” საკლუბო და სანაკრებო თემებზე ლაპარაკობს. მერებაშვილი ორ სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრით გახარებულია, თუმცა მისი გუნდის მარცხმა (“ვისლა” შინ 2:0-ს უგებდა “პოგონს”, თუმცა მატჩის დასკვნით ნაწილში 3 გოლი გაუშვა და დამარცხდა) გული ძალიან დასწყვიტა:

ცუდია რომ დავმარცხდითთუმცა ეს ფეხბურთია და ხდებაიმედიამომავალში ასეთი რამ ჩემი და ჩემი გუნდის თავს აღარ მოხდებათუმცასაკუთარი თავით და ამ აღიარებით კმაყოფილი ვაროღონდეგ არისრომ უფრო მეტის გაკეთება შემეძლო… ძალიან კარგიარომ სეზონი კარგად განვაახლევგრძნობრომ ფორმაში შევედი და სათამაშოდ 100 პროცენტით მზად ვარსასიამოვნოაწაგებული თამაშის შემდეგ ტურის სიმბოლურ ნაკრებში რომ ხვდებიეს იმას ნიშნავსრომ შენი შრომა ფასდებათუმცამე პირადადმერჩივნა, 3 ქულა აგვეღო და სიმბოლურში არ მოვხვედრილიყავი“, – გვითხრა გიორგი მერებაშვილმა.

მან უშუალოდ “პოგონთან” წაგებულ მატჩზეც ილაპარაკა: ყველა დამეთანხმებარომ დასანანი მარცხი ვიწვნიეთფეხბურთში ამაზე უარესებიც მომხდარამაგრამ 2:0-ის შემდეგ 2:3 წაგება ძალიან გულდასაწყვეტიაცუდიაროცა ეს შენ გემართებამე კი ასეთი ცუდი რამ პირველად მომივიდაფაქტობრივადმოგებული თამაში 5-წუთიანი ჩავარდნის გამო წავაგეთვინც ამ თამაშს თვალი მიადევნადამეთანხმებარომ “პოგონს” 76- წუთამდეარანაირი შანსი არ ჰქონია… მაგრამ მერე მოხდა სასწაული და სამი გოლი გაგვიტანესვცდილობთეს წაგება დავივიწყოთრადგან შემდეგ ტურში, 15 თებერვალს, “ლოძთან” უმნიშვნელოვანესი დაპირისპირება გველისვეცდებითეს თამაში მოვიგოთ და გულშემატკივრები გავახაროთ“.

მერებაშვილი პლოცკის “ვისლას” გულშემატკივრებმაც გამოარჩიეს – საქართველოს ნაკრების 33 წლის შემტევი გუნდში ნოემბრის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. ამავე დროს, 107 მატჩში 19 გოლით გუნდის ისტორიაში საუკეთესო ლეგიონერი ბომბარდირი გახდა, პლუს უცხოელებიდან პლოცკელების ფორმა ყველაზე მეტჯერ მოირგო.

ბუნებრივია, ეს ყველაფერი უკავშირდება 26 მარტის მატჩს, როცა საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ნახევარფინალში ბელარუსს თბილისში უმასპინძლებს. ახლა ყველა ფეხბურთელი ცდილობს ფორმაში იყოს და ამ მნიშვნელოვან შეხვედრაში “ჯვაროსნების” ფორმა მოირგოს. გამოცდილი შემტევი ამ ფაქტორს  არ უარყოფს:

ბუნებრივიამინდაასევე გავაგრძელო და სულ უფრო შედეგიანად ვითამაშოჩემს კლუბსა და საქართველოს ნაკრებს რომ გამოვადგეპლეი ოფს აუცილებლად მაღალ დონეზე მომზადებული უნდა შევხვდეთურა თქმა უნდაეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელს დავჭირდებირა დასამალია დაროცა “ვისლა” შეკრებაზე იყო და სეზონისთვის ვემზადებოდითჩემი ფიქრები სანაკრებო მატჩებს უკავშირდებოდამარტში ძალიან მნიშვნელოვანი თამაშები გველოდება“.

მისი თქმით, ერთა ლიგის ნახევარფინალისთვის მზადება 2018 წლიდან დაიწყო და ნაკრების ყველა წევრი განსაკუთრებულად მონდომებულია:

იმ დღიდანროცა ერთა ლიგის D დივიზიონის ჯგუფში გავიმარჯვეთვფიქრობდირომ საუკეთესო ფორმაში 2020 წლის მარტში ვყოფილიყავიმე არ ვარ გამონაკლისი – ამაზე ნაკრების ყველა წევრი ფიქრობსუმნიშვნელოვანესი სანაკრებო თამაშები გვიახლოვდება და ყველა განსაკუთრებულად მოტივირებულიარომ ბელარუსთან მატჩისთვვის მზად იყოს“.

მერებაშვილის აზრით, არ შეიძლება თავის დამშვიდება იმის გამო, რომ ბელარუსს შინ ვეთამაშებით: ხშირად მესმის – რადგან 26 მარტის მატჩს შინ ვატარებთამის გამო ფავორიტები ჩვენ ვართბელარუსის ნაკრები ხელწამოსაკრავი გუნდი არ არისმით უმეტესრომ ნახევარფინალი ერთმატჩიანია და ამ ერთი მატჩის კარგად ჩატარება ყველას შეუძლიართული თამაში გველოდებათუმცაძალიან კარგიარომ “დინამო არენაზე” ვითამაშებთდარწმუნებული ვარტრიბუნები გაივსებარაც ჩვენთვის დამატებითი პლუსი იქნებაეს პლუსები კი უნდა გამოვიყენოთ და მაქსიმუმი გავაკეთოთრადგან ამ შანსის ხელიდან გაშვება ნამდვილად არ შეიძლებამაგრამ ჯერ ნახევარფინალი უნდა მოვიგოთ და ერთა ლიგის D დივიზიონის ფინალში გავიდეთფინალზე კი მერე უნდა ვიფიქროთ დარა თქმა უნდაწარმატებით ვითამაშოთ“.

წყარო: lelo.ge

SHARE