ქართული სანქცია რუსეთს

653

თორნიკე შენგელიას „ცსკა“-ში გადასვლამ საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ამ ფაქტთან დაკავშირებით, სცენარისტმა და ტელეწამყვანმა გიორგი ჯანელიძემ საინტერესო და სახალისო პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„მოდი, ასე შევხდოთ. გასაგები მიზეზების გამო რუსეთს ომს არავინ დაუწყებს. ამ თავხედი ქვეყნის დაქცევის ან აზრზე მოყვანის ერთადერთი გზა გადის სანქციებზე და ეკონომიკურ გაღატაკებაზე. ჰოდა ჩავა თორნიკე, გაჩერდება 1-2 წელი, 6 მილიონს წამოიღებს და წამოვა. ამ პერიოდში დიდი შანსია მაყურებელი დარბაზში არ დაუშვან და მაგ ფულს ცსკა უკან ვეღარ ამოიღებს. იფ!“

SHARE