დენის როდმანი: ჩიკაგოში ჯორდანი ღმერთი იყო, პიპენი – იესო, მე კი მოსე ვიყავი

413
NBA-ს ლეგენდარულმა კალათბურთელმა დენის როდმანმა 90-იანების შუაში საკუთარი ცხოვრების მომენტები გაიხსენა, როცა “ჩიკაგოს” ღირსებას იცავდა.
ზოგიერთები ფიქრობენ, რომ იმ პერიოდში როდმანი თანაგუნდელ მაიკლ ჯორდანზე უფრო პოპულარული იყო.
“დიახ, ეს მოსაზრება ჰგავს იმას, რასაც ვამბობდი, რომ ერთი წუთით მე ჩიკაგოში უფრო პოპულარული ვიყავი, ვიდრე მაიკლ ჯორდანი. მე სხვანაირი ვიყავი. მე ვაკეთებ ამ უცნაურ რამეებს, როგორიცაა შოუში მისვლა ქალის მაკიაჟით. ვატარებდი ქალის ტანსაცმელს, ვერთობოდი კლუბებში, რა არ გამიკეთებია.
პარკეტის გარეთ მაიკლ ჯორდანის საპირისპირო ვიყავი და ადამიანებს მოსწონდათ ჩემი ახირებების ყურება: “ეს ბიჭი საკმაოდ საინტერესოა”.
1996, 97 და 98 წლებში მსოფლიოს მწვერვალზე ვიყავი. ჩიკაგოში ჯორდანი ღმერთი იყო, პიპენი – იესო, მე კი მოსე ვიყავი. მე როდ-მენი ვიყავი.
მე როდ-მენი ვიყავი და ადამიანებს უფრო მოვწონდი იმის გამო, რომ ნამდვილი ვიყავი და ბევრს ვშრომობდი, მაქსიმუმის მიღწევა მსურდა. მათ მოსწონდათ ჩემი დამოკიდებულება და ის, თუ როგორ წარვადგენდი ჩემს თავს თამაშის დროს. მე დავაფასე ის, რაც გავაკეთე. ადამიანებისთვის ეს ახლოსაა და მეც მათთვის ახლოს ვარ. ამიტომ ეს კარგი მოსაზრებაა, მაგრამ მაიკლ ჯორდანი – მაიკლ ჯორდანია”, – თქვა როდმანმა.

წყარო: sportall.ge

SHARE