დე ლიხტის რეკორდი

366

20 წლის და 59 დღის მატეის დე ლიხტი, ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა ვისაც ამ ასაკში ჰოლანდიის ნაკრებში 20 მატჩი ჩაუტარებია. ეს ევრო 2020-ის შესარჩევ მატჩში მოხდა ჩრდილოეთ ირლანდიის წინააღმდეგ, რომელიც ნარინჯისფერებმა 3:1 მოიგეს.

6 ტურის შემდეგ, C შესარჩევ ჯგუფში ჰოლანდიელებმა 12 ქულა მოაგროვეს. შედეგად, გერმანიის და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნულ გუნდებთან ერთად 1-3 ადგილებს იყოფენ.

წყარო: worldsport.ge

SHARE