დვალიშვილის ბრძოლა ახლოვდება – ვინ არის და რა შეუძლია ქართველის მეტოქეს

443

15 თებრვალს UFC-ში ქართველი მბერძოლი – მერაბ დვალიშვილი ორგანიზაციის სახელით მეხუთე ბრძოლას გამართავს. დვალიშვილი ბრძოლა საღამოს პრელიმინარული პროგრამის ნაწილია, სადაც მერაბი პორტლენდელ მებრძოლს – კეისი კენის შეხვდება.

ვინ არის კეისი კენი?

კეისი კენი პორტლენდიდანაა, ორეგონის შტატის უმსხვილესი ქალაქიდან. 28 წლის ამერიკელი დღეს მსუბუქ წონის (57.2-61.2 კგ / იგივე როჭოს წონა) რეიტინგში მე-15 ადგილს იკავებს. “მგონია გარშემო დასახელბაში ყველაზე ძლიერი ბავშვი ვიყავი…” – ამბობს კენი.

“ჩემი ქალაქიდან არც ისე ბევრი იყო, ვინც MMA-ს და ძალისმიერ სპორტებს მისდევდა” – ამერიკელმა პირველი ძიუდოს ჩემპიონატი 10 წლის ასაკში მოიგო. “18 წელია ტურნირებზე გამოვდივარ, ნაციონალურ შეჯიბრებებზე, საერთაშორისო ტურნირებზე საზღვარგარეთ და ა.შ.”

“მე ისეთი ხასიათი მაქვს, რომ წნეხქვეშ უკეთ შემიძლია საკუთარი ძალის დემონსტრირება.” – კენის კარიერაში 13 ბრძოლა აქვს ჩატარებული და აქედან მხოლოდ 1 წაგებული – დანა უაითის ხუთშაბათის საღამოზე, 3 წლის წინ, მსაჯების გადაწყვეტილებით ადამ ანტოლინთან.

“ნებისმიერ დროს შემიძლია ჩხუბი – იყოს თუნდაც ეს 8 კვირა, ან 5 დღე… მე მზად ვარ!” – ამბობს კენი, რომელსაც ზედიზედ 6 მოგება აქვს, მათ შორის ბოლო ორი UFC-ში. UFC-ს გარდა კეისი კეინი მონაწილეობდა MMA ორგანიზაციის Legacy Fighting Alliance-ის სახელით, სადაც 5 მატჩიდან 4 მოიგო, ხოლო 1 ფრედ დაასრულა.

კეისი კეინი მერაბ დვალიშვილისთვის კარგი მეტოქეა, ისევე, როგორც რეიტინგის TOP 15-ის ნებისმიერი მებრძოლი. ამ წრიდან ნებისმიერი კანდიდატის დამარცხება, ქართველს დამატებით სარეიტინგო ქულებს მოუტანს და სახელის დამკვიდრებაში დაეხმარება.

როგორ ფორმაშია მერაბი?

დვალიშვილმა ბოლო ბრძოლა გასული წლის მაისში, კანადელი ბრედ კატონას წინააღმდეგ ჩაატარა და კანადელს ჩხუბი, სამშობლოშივე, UFC-ის ოტავას საღამოზე მოუგო და მოსკოვის შემდეგ, საქართველოს დროშა კანადაშიც აღმართა.

ეს ქართველისთვის ზედიზედ მეორე გამარჯვება გახლდათ, ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ – სადებიუტო ბრძოლაში ფრენკი საენცის წინააღმდეგ მერაბს გამოცდილება დააკლდა; ხოლო მეორე მარცხის დროს – რიკი საიმონთან მსაჯის გადაწყვეტილებამ და დვალიშვილის გმირულმა ბრძოლამ ყველა გააოცა და საბოლოოდ, მარცხის მიუხედავად შეხვედრას კარგი გამოეხმაურება ჰქონდა.

ეს ბრძოლაც სანახავია…

მერაბ დვალიშვილის და კეისი კეინის ბრძოლის ღამეს, მსუბუქი-მძიმე წონის დაპირისპირება დახურავს, სადაც ერთმანეთს ამერიკელი გამოცდილი მებრძოლი – კორი ანდერსონი და პოლონელი იან ბლახოვიჩი დაუპირისპირდებიან.

ანდერსონმა ბოლო ბრძოლა ბრაზილიელი ჯონი უოკერის წინააღმდეგ მოიგო, რომელსაც თავიდან სპეციალისტები ტიტულის ერთ-ერთ პრეტენდენტად მოიაზრებდნენ. ბლახოვიჩმა ბოლოს 2 ვეტერანი – ლუკ როკჰოლდი და რონალდო სოუზა დაამარცხა.

წყარო: popsport.ge

SHARE