დიდი ამბების ანონსი

437

ამერიკელმა მოკრივემ ფლოიდ მეივეზერმა თავის „ინსტაგრამში“ ორი პოსტი განათავსა, რომლებშიც აანონსებს ორ შესაძლო ორთაბრძოლას კონორ მაკგრეგორთან და ხაბიბ ნურმაგომედოვთან.

თავდაპირველად, დაუმარცხებელმა მოკრივემ განათავსა ფოტო მაკგრეგორთან სავარაუდო რევანშის შესახებ. შეგახსენებთ, რომ 2017 წელს, მათ საკრივო ორთაბრძოლა გამართეს ნახევრადსაშუალო წონაში. მეივეზერმა მე-10 რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვა.

„წავედით, ჩემპიონო!“ – დაწერა მეივეზერმა მას შემდეგ, რაც მაკგრეგორმა დონალდ სერონე დაამარცხა და ტრიუმფალურად დაბრუნდა UFC-ში.

გარკვეული დროის შემდეგ, ამერიკელმა კიდევ ერთი პოსტი დადო, რომელშიც დაანონსა შესაძლო ბრძოლა რუსი ხაბიბ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ.

როგორც იცით, 2019 წელს გამოცხადდა, რომ მეივეზერი 2020 წელს განაახლებს კარიერას და ორ ბრძოლას გამართავს, მათ შორის ერთს – UFC-ის მებრძოლთან.

წყარო: lelo.ge

SHARE