(ვიდეო) დოჰიოზე მუცლით დანარცხებული მეტოქე – ტოჩინოშნის ეფექტური გმარჯვება

508

ქართველმა სუმოისტმა ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) ივლისის ბაშოზე მეოთხე ბრძოლა გამართა. მის წინაშე მე-16 მაეგაშირა ნიშიკიგი წარდგა, რომელსაც ლევანის მსგავსად ურთიერთშეხვედრამდე 2 წაგების წილ 1 მოგება ჰქონდა.

ნიშიკიგი ბრძოლის დასაწყისში აქტიურად ეძგერა ჩვენიანს, თუმცა ლევანმა პირველი მიძალება მოიგერია, თავად კი ზენოდან დაქაჩა და მეტოქე დოჰიოზე აღმოჩნდა. ეს გახლავთ ტოჩინოშინის მეორე გამარჯვება მიმდინარე თვეში. მას 2-2 მოგება-წაგება აქვს.

ბაშოს მე-5 დღეს, 23 ივლისს ტოჩის მოწინააღმდეგე სედანოუმი იქნება, რომელსაც ოთხი ბრძოლის შემდეგ მოგება-წაგებათა თანაბარი ბალანსი აქვს.

წყარო: lelo.ge

SHARE