ეკატერინე გორგოძემ 60.000-იანი ტურნირი მოიგო

558

ეკატერინე გორგოძე ფრაგულ ნანტში ჩოგბურთელ ქალთა 60.000-იან ტურნირში მონაწილეობდა. წყვილებში იგი უზბეკ აკგულ ამანმურადოვასთან ერთად მე-4 ნომრად იყო განთესილი. ქართულ-უზბეკურმა დუეტმა ზედიზედ დაამარცხა მილენ ჰალემი, მანონ ლეონარდი (ორივე – საფრანგეთი) – 6:4, 6:0; ლუდმილა ბეიჩეიხი, ალისა ტუბელო (ორივე – საფრანგეთი) 7:5, 6:3; მეორე ნომრად განთესილი ესტელა კასკინო, ელიქსან ლეჩემია (ორივე – საფრანგეთი) 7:6, 6:4; გადამწყვეტ პაექრობაში გორგოძემ და ამანმურადოვამ ასპარეზობის რეიტინგფავორიტები – ვივიენ ჰეისენი (გერმნანია) და იანა სიზიკოვა (რუსეთი) დაჯაბნეს – 7:6, 6:3 და მთავარი პრიზი მოიპოვეს.

ერთეულებში გორგოძემ სარა კაკარევიჩი (საფრანგეთი) ჩამოიშორა გზიდან, მაგრამ კრისტინა ბუკსას (ესპანეთი) ვერ გასცდა – 4:6, 2:6.

წყარო: lelo.ge

SHARE