ეკა გორგოძე ზედიზედ მესამე ტურნირის მოგებისკენ მიიწევს

497
26 სექტემბერს ეკა გორგოძე (217) ვალენსიაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის მესამე წრეში გავიდა, რომლის საპრიზო ფონდი 60 ათასი დოლარია.
გორგოძემ იტალიელი მარტინა ტრევიზანი (205) 6:2, 4:6, 6:3 დაამარცხა, მეოთხედფინალში კი რუმინელ ირინა მარია ბარას (206) შეხვდება, რომელმაც  ესპანეთის სახელით მოასპარეზე მოლდოველ ალიონა ბოლშოვა ზადოინოვას (95) 7:5, 6:0 სძლია.
ეკამ პირველ რაუნდში რუს ვალენტინა ივახნენკოს (220) 6:3, 6:2 მოუგო.
მან სექტემბერში უკვე 2 ტურნირი მოიგო და იმედია, ამჯერადაც იმარჯვებს.
წყარო: sportall.ge
SHARE