(ვიდეო) ბითაძის შესანიშნავი დებიუტი და ბომბარდირობა „ინდიანას“ მაისურით

462

საქართველოს ნაკრების ცენტრმა გოგა ბითაძემ ახალ კლუბში, “ინდიანა პეისერსში” პირველი მატჩი გამართა. საგამოფენო შეხვედრაში მისი გუნდი “მინესოტა ტმბერვულვზს” დაუპირისპირდა და 111:119 დამარცხდა.

ეს შეხვედრა ქართველი გულშემატკივრისთვის ისტორიული იყო – შედგა გოგა ბითაძის დებიუტი NBA-ს კლუბში. მწვრთნელმა ნეით მაკმილანმა იგი მოედანზე პირველი მეოთხედის დასრულებამდე 2:32 წუთით ადრე შეიყვანა.

როგორც თავად ახალგაზრდა კალათბურთელმა მატჩის შემდეგ აღნიშნა, თავიდან ნერვიულობდა, რის გამოც იყო დაკარგვები, თუმცა საბოლოოდ ბითაძის თამაშით მწვრთნელი კმაყოფილი დარჩა. გოგას მონაგარი ასეთი იყო: 24 წუთში 14 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი, 1 დაფარება, 4 ფოლი, 6 შეცდომა. მან პირვეივე მატჩში უჩვენა ამერიკელებს, რომ მრავალმხრივი მოთამაშეა – 3-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, რასაც 6-დან 4 ორქულიანი მიამატა.

14 ქულა ქართველ ცენტრს “პეისერსის” ბომბარდირობისთვის” ეყო. საინტერესოა, რომ ბითაძეზე მეტი მხოლოდ ერთმა ინდიანელმა ითამაშა – სამნერმა, 26 წუთი, 11 ქულა. მატჩი კი “მინესოტას” ლიდერმა თაუნსმა მოიგო. მან 33 ქულა ჩააგდო.

“ინდიანამ” წინასასეზონო შეხვედრები დაასრულა. მომდევნო მატჩი უკვე NBA-ს 2019-20 წლების სეზონის გახსნა იქნება – ზაზა ფაჩულიას ყოფილ კლუბ “დეტროიტს” დაუპირისპირდება.შეხვედრა 24 ოქტომბერსაა.

წყარო: lelo.ge

SHARE