(ვიდეო) გაგამარუმ მესამე მოიგო

438

ჯურიოს მე-10 ნომერი ქართველი გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი), სექტემბრის ბაშოს მე-5 დღეს ჯურიოს მე-11 ნომერ ჩიონოუმის ხვდებოდა. ქართველს ამ ბრძლამდე მოგება/წაგებათა ბალანსი 2/2 ქჰონდა, როგორც მოგეხსენებად, გაგას 6 მოგება სჭირდება, ჯურიოში ადგილის შესანარჩუნებლად, ამდენად მისთვის ყველა ბრძლას დიდი მნიშვნელობა აქვს.

ჩიონოუმისთან სასტარტო შეჯახებისთანავე ქართველი შეტევაზე გადავიდა და აქტიურად ცდილობდა დოჰოდან მეტოქის გაყვანას, თუმცა თავიდან 130-კილოიანი ჩიონოუმი ახერხებდა თავდაცვას, მაგრამ საბოლოო ჯამში, მაინც ვერაფერს გახდა 199-კილოიანი ქართველის წინააღმდეგ. გაგამარუმ ოშიდაშის ილეთით მოახერხა მეტოქის დოჰიოდან გაყვანა და მიმდინარე ბაშოზე მესამე გამარჯვების მოპოვება.

ამრიგად 5 საშეჯიბრო დღის შემდეგ გაგამარუს კვლავაც დადებითი ბალანსი 3/2-თან აქვს.

წყარო: lelo.ge

SHARE