(ვიდეო) ზაზა ჯანაშიას ჰეთ-თრიკი, რომელსაც რუსები 21 წლის შემდეგაც ვერ ივიწყებენ

936

არის მატჩები, რომლებსაც მაყურებელი იშვიათად ივიწყებს. ასეთთა შორისაა 1999 წლის თასების მფლობელთა თასის მეოთხედფინალი მოსკოვის “ლოკომოტივსა” და ჰაიფას “მაკაბის” შორის.

ამ მატჩს გამოცემა sports.ru-მ ცალკე პუბლიკაცია მიუძღვნა სათაურით: “21 წლის წინათ ზაზა ჯანაშიამ “ლოკომოტივი” თასების თასის 1/2 ფინალში გაიყვანა”.

ქვემოთ ვკითხულობთ: “შეხვედრის პირველი ტაიმი ნულოვანი ფრით დასრულდა. მეორე ნახევარში კი ქართველმა ფორვარდმა ზაზა ჯანაშიამ იფრინა, სამი გოლი გაიტანა და რკინიგზელებმა 3:0 გაიმარჯვეს. განმეორებითმა შეხვედრამ ფორმალური ხასიათი შეიძინა, თუმცა ისიც იური სიომინის შეგირდებმა მოიგეს – 1:0.

“მაკაბისთან” მატჩს 22 ათასი მაყურებელი დაესწრო, რაც დღევანდელი გუნდისთვის სანატრელი რიცხვია”.

წყარო: lelo.ge

SHARE