(ვიდეო) „მან შეძლო ემიგრაციაში 7 წელი მშენებლობაზე დამქანცველი მუშაობის პარალელურად, სპორტისთვის თავი არ დაენებებინა“

488
16 თებერვალს UFC FIght Night 167 გაიმართა, სადაც ქართველი გულშემატკივრისთვის საინტერესო ორთაბრძოლა შედგა. ჩვენებურმა მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი ქეისი კენი დაამარცხა და საუკეთესო თხუთმეტეულში შევიდა.

სოციალურ ქსელებში მერაბ დვალიშვილის ძმამ, მიხეილ დვალიშვილმა საინტერესო პოსტი გამოაქვეყნა. გთავაზობთ უცვლელად:

 

“მინდა მივულოცო ჩემს ძმას ეს მნიშვნელოვანი გამარჯვება. ვიცი, რომ ის კიდევ ბევრჯერ უფრო დიდი მასშტაბებით ასახელებს საქართველოს. მიუხედავად იმისა, რომ მას არ ჰყავდა სპონსორი, მან შეძლო ემიგრაციაში 7 წელი მშენებლობაზე დამქანცველი მუშაობის პარალელურად, სპორტისთვის თავი არ დაენებებინა და დამოუკიდებლად მიდიოდა და მიდის იმ წარმატებისკენ, რასაც ყველანი ვხედავთ. მიუხედავად ბევრი სირთულის და იმედგაცრუებისა, არ დაკარგა პატრიოტიზმი და ქვეყნის სიყვარული. ამიტომ ასე ამაყად აფრიალებს ქართულ დროშას და გამოდის არენაზე ქართული მუსიკის თანხლებით… მთავარი წარმატებები მერაბს წინ ელოდება, რადგან ურთულესი გზა უკვე გაიარა და ახლა ნაყოფის მომკის დრო ახლოვდება… მჯერა, ის შეძლებს UFC ჩემპიონის ქამრის მოგებას და საქართველოში ჩამოტანას…! “

 

Sportall.Ge

 

Sportall.Ge

 

Sportall.Ge

 

Sportall.Ge

 

Sportall.Ge

 

Sportall.Ge
წყარო: sportall.ge
SHARE