(ვიდეო) მერაბ დვალიშვილის მომავალი მეტოქე ცნობილია

487

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის 15 აგვისტოს ღონისძიებას (UFC 252) ქვემსუბუქი წონითი კატეგორიის ბრძოლა დაემატა, რომელშიც ერთმანეთს წონის მე-15 ნომერი მერაბ დვალიშვილი და მე-12 ნომერი ჯონ დოდსონი დაუპირისპირდებიან. აღნიშნულ ინფორმაციას პოპულარული ვებგვერდი „ემ-ემ-ეი ჯანქი“ (MMAJunkie) ავრცელებს. ღონისძიება ლას ვეგასში, „აპექს“-ში (UFC Apex) გაიმართება.

დოდსონს (21-11) წარსულში ქვედა წონის საჩემპიონო ქამარზე აქვს ნაბრძოლი, მაგრამ ბოლო რვა დაპირისპირება ქვემსუბუქ კატეგორიაში ჰქონდა (4-4). ბოლო ბრძოლაში მან ნათანიელ ვუდი ნოკაუტით დაამარცხა.

რაც შეეხება მერაბ დვალიშვილს (11-4), მან UFC-ში პირველი ორი შეხვედრა დათმო, მაგრამ მას შემდეგ ზედიზედ ოთხი მოიგო. მისი ბოლო მეტოქე გუსტავო ლოპესი იყო, რომელთანაც ქართველმა „თეიქდაუნების“ რეკორდი დაამყარა.

ღონისძიების სრული შემადგენლობა ასე გამოიყურება:

  • სტიპე მიოჩიჩი – დენიელ კორმიე – მძიმე წონის საჩემპიონო ბრძოლა
  • ჯუნიორ დოს სანტოსი – ჯაირზინიო როზენსტრუიკი
  • მაგომედ ანკალაევი – იონ კუტელაბა
  • ფრენკი ედგარი – პედრო მუნიოზი
  • შონ ო’მალი – მარლონ ვერა
  • ლივინია სოუზა – ეშლი იოდერი
  • ფელის ჰერიგი – ვირნა იანდირობა
  • როჯერიო ბონტორინი – მანელ კაპე
  • ზელიმ იმადაევი – ლაურეანო სტარპოლი
  • ჯონ დოდსონი – მერაბ დვალიშვილი

წყარო: 1tv.ge

SHARE