(ვიდეო) მესი არგენტინის ნაკრებიდან მოკვეთეს…

425

სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის ფედერაციამ (CONMEBOL) არგენტინის ნაკრების ლიდერი ლიონელ მესი 50 000 დოლარით დააჯარიმა და 3 თვით აუკრძალა არგენტინის ნაკრებში თამაში, ლეო ნოემბრამდე ალბისელესტეს ვერც ამხანაგურ და ვერც ოფიციალურ მატჩებში ვერ დაეხმარება.

თავიდან იწერებოდა, რომ მესის ორწლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრობოდა, შემდეგ არგენტინელი ვარსკვლავი მხოლოდ ერთი მატჩით დასაჯეს, მოგვინებით, გადაწყვეტილებას კიდევ გადახედეს და საბოლოოდ ლეო სამი თით მოკვეთეს არგენტინის ნაკრებიდან. თუმცა არგენტინელს შეუძლია გაასაჩივროს ეს გადაწყვეტილება.

რატომ დასაჯეს მესი?

გხსოვთ, ალბათ ცოტა ხნის წინ დაასრულებული „კოპა ამერიკის“ ნახევარფინალში ბრაზილიის ნაკრებთან და მესამე ადგილისთვის მატჩში ჩილესთან თამაშის შემდეგ, არგენტინის ნაკრების ლიდერმა საკმაოდ მწვავე განცხადებები გააკეთა. ლეო აღშფოთებული იყო ბრაზილიასთან მატჩის მსაჯობით, ჩილესთან მატჩში კი გარი მედელთან შეჯახებისა და შემდეგ შელაპარაკების გამო, ლეო მოედნიდან გააძევეს.

მესი პროტესტის ნიშნად აღარ დაესწრო დაჯილდოვების ცერემონიალს, უარი თქვა ბრინჯაოს მედლის მიღებაზე და საკმაოდ მწვავე განცხადებები გააკეთა, კერძოდ, სამხრეთამერიკის ფეხბურთის ფედერაცია კორუფციაში დაადანაშაულა – „არ დავესწარი დაჯილდოების ცერემონიალს იმიტომ, რომ არ მსურს ამ კორუფციული სქემების ნაწილი ვიყო. ტურნირის განმავლობაში არგენტინის ნაკრები ბევრ უსამართლობასა და უპატივცემულობას წააწყდა. მსაჯობამ და კორუფციამ გულშემატკივარს საშუალება არ მისცა ესიამოვნა ფეხბურთით. სიმართლე უნდა ვთქვათ – ასეთი მოპყრობა ფეხბურთს ანგრევს!“ – თქვა მესიმ ჩილესთან მესამე ადგილისთვის გამართული მატჩის შემდეგ.

ბოდიშმა აღარ უშველა

მოგვიანებით ვარსკვლავმა თავისი სიტყვების გამო მოიბოდიშა. ფედერაციისადმი გაგზავნილ წერილში აღნიშნავდა, რომ კორუფციაზე საუბრისას გულისხმობდა მსაჯებს და არა ფედერაციას.

თემცა ამ მობოდიშებამ აღარ უშველა არგენტინელს და თითქმის ერთი თვის შემდეგ CONMEBOL-ის ფედერაციამ მესის სამი თვით ნაკრებს ჩამოაშორეს. ამრიგად არგენტინის ნაკრებს მოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საწყისი შესარჩევი მატჩების ჩტარება ლეოს გარეშე მოუწევს.

აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ არგენტინის ნაკრების ათიანს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ რომ ბოლო პერიოდში ლეომ რამდენჯერმე გადაწყვიტა სანაკრებო კარიერის დასრულება, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებამ მოვლენები ამ კუთხით დააჩქაროს.

წყარო: lelo.ge

SHARE