(ვიდეო) ოფიციალურად: კანელო და გოლოვკინი მესამედ იბრძოლებენ

517

WBA-ს ჩემპიონი საშუალო წონაში მექსიკელი საულ “კანელო” ალვარესი ამავე წონის IBF-ისა და IBO-ს ჩემპიონს ყაზახ გენადი გოლოვკინს მესამედ 2021 წელს შეხვდება.

აღნიშნული შეხვედრის ჩატარება 2020 წელსაც შეიძლებოდა, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ მეორე ბრძოლამ ორგანიზაოტრებს მხოლოდ ბილეთების რეალიზებიდან 27 მილიონი დოლარის მოგება მოუტანა, მათ დაპირისპირება ერთი წლით გადაწიეს, რათა გულშემატკივრის დასწრება შეიძლებოდეს.

კანელოს ჰონორარი 45 მილიონ დოლარს შეადგენს, ხოლო გენადი 30 მილიონს მიიღებს.

შეგახსენებთ, მოკრივეების პირველი ბრძოლა ფრედ დასრულდა, ხოლო მეორეში მსაჯებმა კანელოს სადაო გამარჯვება მისცეს.

წყარო: sportall.ge

SHARE