(ვიდეო) ტოჩინოშინმა კოტოიუკი დოჰიოდან გადააგდო, მაგრამ…

701

 

ტოჩინოშინმა ივლისის ბაშოზე მეათე შეხვედრა გამართა. ამჯერად მისი მოწინააღმდეგე კოტოიუკი იყო, რომელთანაც ლევან გორგაძეს (ტოჩინოშინი) აქამდე 8 შეხვედრა ჰქონდა მოგებული.

კოტოიუკი თავიდანვე აგრესიულად ეძგერა ჩვენიანს დოჯიოს კიდესთანაც მიიყვანა, თუმცა ლევანმა იგი დაჰქნია და დოჰიოს მიღმა გადააგდო. თუმცა მსაჯებმა დააფიქსიეს, რომ მან რკალსმიღმა ფეხი იმაზე ადრე დადგა, ვიდრე კოტოიუკი მიწას ხელით შეეხო.

ასე და ამგვარად, ტოჩინოშინს 6 მოგების წილ 4 წაგება აქვს. 29 ივლისს ტერუნოფუჯის შეხვდება, რომელიც ბაშოს აღმავლობით ატარებს – 9 მოგება და 1 მარცხი აქვს.

წყარო: lelo.ge

SHARE