(ვიდეო, ფოტოები) გაბრიელ ბატისტუტა – 20 საუკეთესო გოლი და კარიერის მნიშვნელოვანი მომენტები

742

სადავო არ არის, რომ 90-იანი წლების მსოფლიო ფეხბურთი ძალიან მდიდარი იყო ვარსკვლავებითმაშინდელ დროში ისინი სანთლით საძებარნი არ იყვნენდიდზე დიდი იყო გაბრიელ ბატისტუტაიგივე „ბატიგოლი“… თუ სხვა.

ათასი დაუვიწყარი გოლისა და დიდი ერთგულების შემომქმედი, ვისაც დღეს ჩვენს წერილში გავიხსენებთ…

1969 წლის 1 თებერვალი სამუდამოდ შევიდა ფეხბურთის ისტორიაში. ომარ ბატისტუტასა და გლორია ცილის ოჯახში ვაჟი დაიბადა. ძეობა მაშინ არაფრით გამორჩეული, შემდეგ კი ეპოქალური მოვლენა გახდა არგენტინის პატარა ქალაქ აველიანედაში, რომელიც სანტა ფეს პროვინციაში მდებარეობს.

გაბრიელის შემდეგ ოჯახში ბიჭი აღარ დაბადებულა, მხოლოდ სამი ქალიშვილი – ელისა, ალეხანდრა და გაბრიელა.

უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი გმირი 16 წლის იყო, როცა შეხვდა თავის მომავალ მეუღლე ირინაფერნანდესს. იმ დღეს ფერნანდესების ოჯახი საყვარელი ქალიშვილის 15 წლის იუბილეს აღნიშნავდა. 1990 წლის 28 დეკემბერს მათ სან როკეს ეკლესიაში ოფიციალურად იქორწინეს.

ალბათ, ბევრს გაუკვირდება, მაგრამ ფაქტია, რომ გაბრიელ ბატისტუტა არასოდეს გახვეულა ქალებთან დაკავშირებულ სკანდალებში. ეს იმის მიუხედავად, რომ ხშირად იყო ათასგვარი თოქ-შოუს სტუმარი და ასეთი შოუ თავადაც არაერთხელ წაუყვანია. წყვილს ოთხი ვაჟი შეეძინა – ტიაგო, ლუკასი, ხოაკინი და შამელი. ბატისტუტა შვილებს ცხოვრების მთავარ მონაპოვარს უწოდებს.

ტანმაღალ ბატისტუტას ბავშვობაში ფეხბურთს სპორტის სხვა სახეობები ერჩივნა. განსაკუთრებულ მონაცემებს ამჟღავნებდა კალათბურთის თამაშისას და თითქოს არგენტინას იმედისმომცემი კალათბურთელიც ეზრდებოდა, მაგრამ… საბოლოოდ, საფეხბურთო სამყარომ მისგან მიიღო ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი!

* * *

დიდი ცვლილება მოხდა 1978 წელს. ლუის სესარ მენოტის მწვრთნელობითა და მოედანზე მარიოკემპესის ლიდერობით არგენტინა მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ბატისტუტამ კი საბოლოოდ გადაწყვიტა, ფეხბურთელი გამხდარიყო.

მან ჯერ ქუჩის ტურნირებსა და ერთ-ერთ პატარა გუნდში მოსინჯა ძალა, მერე კი ტესტირებაზე მივიდა “ნიუელს ოლდ ბოიზში”, სადაც პირველივე ამხანაგურ მატჩში 2 გოლი შეაგდო და სრულფასოვანი ხელშეკრულებაც მიიღო.

“ოლდ ბოიზში” ბატისტუტას მთავარ მწვრთნელად მარსელო ბიელსა დახვდა – კაცი, ვინც მოგვიანებით “ბატიგოლს” არგენტინის ეროვნულ ნაკრებშიც წვრთნიდა. პირველი სეზონი ჩვენს გმირს ჩაუფლავდა. ის შორს იყო სახლიდან და გერლფრენდ ირინასთან ერთად სტადიონზე, ერთ პატარა ოთახში ეძინა. თან მას წონის პრობლემაც აწუხებდა…

* * *

სეზონის ბოლოს ბატისტუტა პატარა, უამბიციო “დეპორტივო იტალიანოში” გაანათხოვრეს. ეს გუნდი იტალიაში, უმნიშვნელო საერთაშორისო ტურნირზე ჩავიდა. ბატისტუტამ შესანიშნავად ითამაშა “კარნევალეს თასზე”, შეაგდო 3 გოლი და ასე გააცნო თავი იქაურ საფეხბურთო თემს.

1989 წელს ის “რივერ პლეიტში” მივიდა, სადაც პირველივე სეზონში მოახდინა ფურორი და 17 გოლი შეაგდო. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, მსოფლიოს ჩემპიონმა დანიელ პასარელამ, ბატისტუტას უდიდესი ტალანტი შეიცნო და მისი თაყვანისმცემელი გახდა.

ბატისტუტა უნიკუმია. ძალიან მალე ის გახდება ნებისმიერი გუნდის მცველთა მთავარი საფეთხე“, – იწინასწარმეტყველა მაშინ პასარელამ და იქვე აღნიშნა, რომ აქამდე ძალზე იშვიათად უნახავს ბატისტუტას მსგავსი რეჟიმისტი.

1990 წელს ბატისტუტა “რივერიდან” წავიდა და კონტრაქტი გააფორმა  “ბოკა ხუნიორსთან”. ყველამ ვიცით, რამხელა მტრობაა ამ ორ გუნდს შორის. ბატისტუტამ კარგად დაიწყო, თუმცა თავის საყვარელ პოზიციაზე – ცენტრალურ თავდამსხმელად არ ათამაშებდნენ.

მდგომარეობა უკეთესი გახდა მას შემდეგ, რაც “ბოკა” ურუგვაელმა ოსკარ ტაბარესმა ჩაიბარა. მან ბატისტუტა შეტევის ფორპოსტზე გაამწესა და გაბრიელმაც გაამართლა – გახდა არგენტინის ჩემპიონი და პირველობის მთავარი ბომბარდირი.

* * *

1991 წელი ბატისტუტასათვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. “ბატიგოლმა” არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში “კოპა ამერიკაზე” ითამაშა. მაშინ მისით “ფიორენტინას” ვიცე-პრეზიდენტი მოიხიბლა და შეთანხმებაც მალე შედგა.

გაბრიელს იტალიაში დიდებული სტარტი გამოუვიდა – სადებიუტო სეზონშივე 13 გოლის გატანა შეძლო. შემდეგ სეზონში (1992/93) ფლორენციულმა კლუბმა სერია A-ში ადგილი ვეღარ შეინარჩუნა. შეიძლება ითქვას, არგენტინელი სნაიპერი მარტო ებრძოდა მოწინააღმდეგეებს. მის ანგარიშზე 16 გოლი იყო, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა “ვიოლას” გადასარჩენად.

მომდევნო სეზონში “ფიორენტინა” დაბრუნდა. გუნდს მწვრთნელად კლაუდიო რანიერი ჰყავდა, მთავარმეგოლედ კი ბატისტუტა, ვინც რანგით დაბალ დივიზიონში 16 ბურთი გაიტანა.

1994/95 წლების სეზონში ბატისტუტამ 26 გოლი გაიტანა და სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ამით მან დაამხო ენცო პასკუტის მიერ 30 წლის წინათ დამყარებული რეკორდი, მოახერხა რა ზედიზედ 11 მატჩში გატანა.

მომდევნო სეზონში მოვიდა პირველი ტიტულებიც – “იებმა” იტალიის თასი და სუპერთასი მოიგეს. ორმატჩიან ფინალურ სერიაში “ბატიგოლმა” შინაც გაუტანა “ატალანტას” და გასვლაზეც…

* * *

…და აი, დიდმა გუნდებმა ბატისტუტაზე ნადირობა გამოაცხადეს. “ფიორენტინას” შეფობა დაჰპირდა არგენტინელს, რომ საჩემპიონო გუნდს შეკრავდა. ამ მიზნით მათ მწვრთნელად თვით ჯოვანიტრაპატონი დაიქირავეს. სეზონის დიდებული სტარტის შემდეგ არგენტინელი დაშავდა და თვეზე მეტი გაუცდა. ლიდერის გარეშე “იებს” გაუჭირდათ და სეზონი მხოლოდ მესამე ადგილზე ჩაამთავრეს. სამაგიეროდ, გუნდმა ჩემპიონთა ლიგაში თამაშის უფლება დაიბევა.

1999/2000 წლების სეზონი ბატისტუტამ კვლავ “ფიორენტინაში” გაატარა. საბოლოოდ, არაერთი ლამაზი და დასამახსოვრებელი მატჩის მიუხედავად, არაფერი გამოვიდა – მხოლოდ მეშვიდე ადგილი სერია A-ში და ცუდი თამაში ჩემპიონთა ლიგაზე.

გაბრიელ ბატისტუტა უნდა გამხდარიყო იტალიის ჩემპიონი და გახდა კიდევ, ოღონდ, არა “ფიორენტინასთან”, არამედ ფაბიო კაპელოს მიერ გაწვრთნილ “რომასთან” ერთად. მან დედაქალაქელებთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა…

* * *

1983 წლის შემდეგ “რომა” პირველად გახდა იტალიის ჩემპიონი. მომდევნო სეზონი კი “ბატიგოლისთვის” უფრო ნომრების ხშირი ცვლით იყო დამახასიათებელი, ვიდრე გოლებით. 2003 წელს “რომამ” ბატისტუტა “ინტერში” გაანათხოვრა. იქ ჩვენს გმირს ბევრი არაფერი გამოუვიდა – 12 მატჩში მხოლოდ 2-ჯერ შეაგდო.

მერე ის კინაღამ “ფულჰემში” აღმოჩნდა, თუმცა საბოლოოდ ყატარის “ალ არაბის” მიაშურა და ახლა იქ შეუდგა რეკორდების დამხობას. თუმცა ეს უკვე დასასრულის დასაწყისი იყო…

* * *

პირველ წარმატებას არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში ბატისტუტამ 1991 წელს მიაღწია. “ალბისელესტემ” ჩილეში გამართული “კოპა ამერიკა” მოიგო. ბატისტუტა 6 გოლით ტურნირის საუკეთესო მეგოლე შეიქმნა.

მისთვის ნამდვილ ბენეფისად იქცა 1993 წლის “კოპა ამერიკა”, რომელსაც ეკვადორმა უმასპინძლა. ჩვენმა გმირმა ფინალურ მატჩში ორჯერ გაუტანა მექსიკას და თავის გუნდს ტიტული პირადად მოიგო.

რომ არა დიეგო მარადონას ცნობილი სკანდალი, არგენტინა მეტს მიაღწევდა 1994 წლის მუნდიალზე. და სწორედ ამას უნდა დავაბრალოთ მარცხი რუმინეთთან მერვედფინალში. პერსონალურად, ბატისტუტამ მაინც ივარგა – 4 გოლი შეაგდო, მათ შორის, ჰეთ-თრიკი სასტარტო შეხვედრაში, რომელშიც არგენტინამ საბერძნეთს შანსი არ დაუტოვა (4:0).

* * *

1998 წლის ფრანგული მუნდიალის შესარჩევი ციკლი ბატისტუტამ ნაკრების მთავარ მწვრთნელ დანიელ პასარელასთან უთანხმოების გამო გამოტოვა. ჩემპიონატზე კი მაინც წავიდა და მეორე ჰეთ-თრიკი იქ შეასრულა, ამჯერად – იამაიკასთან (5:0). შანდორ კოჩიშისგერდ მიულერისა და ჟიუსტფონტენის შემდეგ ის გახდა მე-4 მოთამაშე ფეხბურთის ისტორიაში, ვინც ეს შეძლო.

არგენტინა მსოფლიოს ჩემპიონატს ჰოლანდიასთან ეპოქალური მატჩით დაემშვიდობა. ის თამაში არასოდეს დაგვავიწყდება, ისევე, როგორც დენის ბერგკამპის მიერ სამხრეთამერიკელთა კარში გატანილი სასწაული გოლი….

2002 წელს არგენტინას მსოფლიოს ჩემპიონობა ჰქონდა მიზნად, მაგრამ… ყველაფერი უცბად და ისე დასრულდა, როგორც ბატისტუტა არ იმსახურებდა…

წყარო: lelo.ge

SHARE