ვინ არის ნიკოლოზ ბასილაშვილის მწვრთნელი და რომელ ცნობილ ჩოგბურთელებს ავარჯიშებდა

810

საქართველოს პირველი ჩოგანის, ნიკოლოზ ბასილაშვილის მწვრთნელი გერმანელი იან დევიტი გახლავთ.

როგორც ცნობილია, მან და ქართველმა თანამშრომლობა ჰამბურგის ტურნირამდე რამდენიმე კვირით ადრე დაიწყეს.

ნიკოლოზი ამბობს, რომ ის დე ვიტთან ერთად შედეგის მიღწევას “უიმბლდონის” ტურნირზეც ელოდებოდა, თუმცა ჟილ სიმონის სახით უხერხული მეტოქე შეხვდა და თავისი შესაძლებლობები ვერ წარმოაჩინა.

ვინ არის იან დე ვიტი? გერმანელი პროფესიონალი მწვრთნელი 1989 წლიდან გახლავთ.

მას ისეთი სახელოვანი ჩოგბურთელები გაუწვრთნია, როგორებიც სწორედ ჟილ სიმონი და გაელ მონფილსია.

ამას გარდა, დე ვიტი ავარჯიშებდა იაპონელ ტაცუმა იტოს, ვასეკ პოსპიშილს და ასევე ცნობილ ფინელ ჩოგბურთელ იარკო ნიემინენს, რომელმაც აქტიური სპორტული კარიერა უკვე დაასრულა.

საინტერესოა, რომ გერმანელი ასევე ეხმარებოდა სერბ ვიქტორ ტროიცკისაც, რომელსაც 2010 წლის დევისის თასზე საჭირო რჩევებს აძლევდა.

დე ვიტს ეს სპორტსმენები არაერთ ცნობილ ტურნირზე გაუწვრთნია. ის ბოლოს სიმონისა და მონფილსის დამრიგებელი ერთად იყო.

როგორც იცით, ფრანგები ახლო მეგობრები არიან და მათ საერთო სპეციალისტი ჰყავდათ აყვანილი.

როგორც იანის ბიოგრაფიაში ვკითხულობთ, ის ჩოგბურთელებს ასევე ფსიქოლოგიურად და მენტალურადაც აძლიერებს.

წყარო: sportall.ge
SHARE