ვიტალი დარასელიას დაღუპვისა და დაკრძალვის უცნობი დეტალები… ინტერვიუ დედასთან

984
„სპორტ-ექსპრესმა“ გამოაქვეყნა ჩვენთვის მეტად საინტერესო წერილი, რომელიც ქართული ფეხბურთის გამორჩეულ წარმომადგენელს, ამ ქვეყნიდან ნაადრევად წასულ ვიტალი დარასელიას ეხება. სტატიის ავტორია ცნობილი ჟურნალისტი იური გოლიშაკი. გთავაზობთ ამონარიდს ამ მეტად საინტერესო წერილიდან.

ყველა ქართველს ძალიან უყვარს სამშობლო. ისინი ყოველთვის ბრუნდებიან შინ. ვლადიმერ გუცაევს მსოფლიოს ნებისმიერ ქალაქში შეეძლო ცხოვრება და მან აირჩია თბილისი. არც კახა კალაძე დარჩა მილანში ცხოვრებლად. ქალაქმა მას სიყვარულით უპასუხა – ის დღეს თბილისის მერია. რატომ არის, რომ დიდი ტექნიკური არსენალის მქონე გიორგი ქინქლაძე იშვიათად იღიმება მოსკოვში, ჩვენ ერთმანეთს ადრე შევხვდით. თბილისში ის სრულიად განსხვავებულია: ადამიანი-მზე!

ცოცხლები არიან 80-იანი წლების “დინამოს” გმირები. აუცილებლად წავალ კიდევ ერთხელ საქართველოში მათთან სასაუბროდ. თენგიზ სულაქველიძესაც დაველაპარაკები. თარჯიმანი გამოჩნდება. სულაქველიძეს საბჭოთა დროშიც კი უჭირდა რუსულად ლაპარაკი. ახლა კი, ალბათ, ის ხუთი სიტყვაც დაავიწყდა.

daraselia-3-1638834587.jpg

მე მახსოვს, რას ჰყვებოდა გენადი ლოგოფეტი, როცა ტკბილად ეწეოდა სიგარეტს “სპარტაკის” ბაზაზე. ის იმ დროის ამბავს იხსენებდა, როცა კონსტანტინ ბესკოვს ეხმარებოდა საბჭოთა კავშირის ნაკრებში.

“ვეთამაშებით უნგრულ “ტატაბანიას”. სერიოჟა ანდრეევმა სისხლი გაგვიშრო – 6 აშკარა მომენტი გააფუჭა. 20 წუთი რჩება თამაშის ბოლომდე და სულაქველიძეს ჩვენს კარში გააქვს – ვაგებთ 0:1-ს. არ შეიძლება, ქართველი ყველას თანდასწრებით გაკიცხო! თამაში სრულდება. სულაქველიძესთან მივდივარ და ყურში ჩუმად ვეკითხები: “ეს როგორ მოგივიდა?!

“ოლეგიჩ, მე ვაძლევ, ის (ამბობს “OHA” – მდედრობით სქესს) გამოდის და”… “მოიცა, ვერ გავიგე, ეს როგორ?” – ისევ ვეკითხები მე. მე ამ დროს მგონია, რომ ტრიბუნაზე შეიძლება ვიღაც გოგონამ გაიარა და თვალი გაექცა, ამ დროს კი, თურმე, რინატ დასაევზე მეუბნება. “ის” (OHA) დასაევია.

* * *

…ისინი კი, ვისთანაც უკვე ვეღარ ილაპარაკებ, საბურთალოს სასაფლაოზე შეგვიძლია “მოვინახულოთ”. ჩემი ორი საყვარელი ფეხბურთელი ერთმანეთისგან შორს არის დაკრძალული. კეთილი ხალხის გარეშე რთულია მათი საფლავების პოვნა. საქართველოში კეთილი ხალხი კი ყოველ ნაბიჯზეა. ხელის გულზე მატარებენ. ისინი ბედნიერები არიან, რომ მოსკოველი ასეთ სიყვარულს ავლენს თბილისის “დინამოსა” და ზოგადად ფეხბურთის მიმართ.

სასაფლაოს ერთ თავში რამაზ შენგელიას საფლავია, ვინც მოულოდნელად გარდაიცვალა 55 წლის ასაკში. მომეჩვენა, რომ სასაფლაო შორსაა ცენტრიდან, მაგრამ ქართველებს ახსოვთ თავიანთი საყვარელი ფეხბურთელები – სასაფლაოზე სულ ახალი ყვავილებია. რამაზის ბოლო ფოტო – სიცოცხლეში. დიდებულად გამოიყურება. რატომ “იჩქარა წასვლა”?..

daraselia-1-1638834516.jpg

აქედან დავით ყიფიანის საფლავამდე გვარიანი მანძილია. თუ შენგელიას საფლავზე არის მისი პორტრეტი და იცნობ, ვინც არის, რუს კაცს ყიფიანის საფლავის მოძებნა გაუჭირდება. საფლავზე მუქი გრანიტი. ყველა წარწერა ქართულია – გამოსახულების გარეშე.

მიახლოვდება მღვდელი და მეუბნება, რომ დიდი დავითის ერთ-ერთი შვილი ან გალობს, ან მსახურობს იქვე ახლოს მდებარე ეკლესიაში – შეიძლება, კვირას ნახო კიდეცო.

ერთხელ ამისთვის აუცილებლად ჩამოვალ და ვნახავ. ვისაუბრებთ. ყოველი შემთვევისთვის ვიწერ ტელეფონის ნომერს…

* * *

ათასი რამ გამიგონია იმის თაობაზე, თუ როგორ დაიღუპა თავის დროზე ვიტალი დარასელია. თბილისის “დინამოს” ისტორიაში უმთავრესი გოლის ავტორი – გოლისა, რომელიც მან თასების მფლობელთა თასის ფინალში შეაგდო. დარასელიამ მოასწრო, 25 წლისა გამხდარიყო დიდი ფეხბურთელი.

გამიგონია ერთ მთიან გზაზე. ისიც, რომ ვიტალიმ მაინცდამაინც კარგად არ იცოდა ავტომანქანის მართვა. გამიგია ისიც, რომ მთიან მდინარეში იპოვეს დაზიანებული ავტომობილი, გვამი კი შორს წაიღო დინებამ. გვამს რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ. აი, რას ნიშნავს სისხლის ყივილი – გვამი ვიტალის ბიძამ ნახა! ამბობენ, ტრაგედიის ადგილიდან 7 კილომეტრი იყო, 13-საც ასახელებენ…

daraselia-6-1638834537.jpg

ეს ამბები თავის დროზე დავით ყიფიანმა მომიყვა. არა მხოლოდ მან. ვცდილობ, თავში რაღაც სურათი გამოვკვეთო. მგონი, გამომდის კიდეც. მოვდივარ ზესტაფონიდან, თითქოს, გზის ნაპირას რაღაც მოზრდილ ქვას გავცდით. თავში გამიელვა – უნდა გავჩერდეთ… გამახსენდა მახსოვს წარსულში გაგონილი: “ეს ზესტაფონთან ახლოს მოხდა”…

თავის დროზე, რაღაც ძეგლისმაგვარს ვეძებდი ინტერნეტში. ვერაფერი ვნახე. ვფიქრობდი, როგორ არ იქნება-მეთქი?! ახლა მახსენდება. აი, ისიც – წარწერა ქვაზე – ასო “დ”, რომელსაც ვერაფერში აურევ. იქვე ახლოს კაცი ზის. “დარასელიაა”? – ვეკითხები მე. თანხმობის ნიშნად თავს მიქნევს.

daraselia-2-1638834608.jpg

არ არის ახლოს ის კაფე, სადაც ვიტალიმ ისადილა. აღარ არის მწვადის სურნელი. და მე მახსენდება 90-იანი წლების ისტორია, როცა კიევის “დინამოს” ფეხბურთელებს ერთიანად დაურიგეს “მერსედესები”. თითქმის ყველა ავარიაში მოჰყვა. ზოგი, მაგალითად, მეკარე ჟიდკოვი ძლივს გადარჩა. მანქანები დაამტვრიეს იურანმა, ლუჟნიმ, კოლოტოვმა… რაღაც არსებობს – როგორ გინდა, არ დაიჯერო?!

* * *

მახსოვს, თავის დროზე ოჩამჩირემდე ჩავედი. ომისგან გატეხილი ქალაქი. ავტობუსის გაჩერებაზე არის წარწერა “ოჩამჩირე 2500”. არის საბჭოთა დროის წარწერაც: “მძღოლო, ოჩამჩირეში დასაშვები სიჩქარეა 50 კილომეტრი საათში”.

ვიცი, რომ აქ არის დაკრძალული ვიტალი დარასელია. ვამჩნევ ძველ სასაფლაოს. სასაფლაოზე დიდი მემორიალია. საძმო საფლავი მეგონა. ახლოს მივედი და დავინახე ვიტალის ოქროს პროფილი.

იქვე ახლოს ვკითხულობ – არის თუ არა ამ ქალაქში ვინმე ვიტალის ნათესავებიდან? მეუბნებიან, რომ დედა ჯანმრთელია და იქვე, შესახვევში ცხოვრებს.

დედა მოხუცია. სასწაული მოხუცი! შევთანხმდით, რომ ორი დღის შემდეგ დავბრუნდებოდი. იქამდე კი შევადგენდი კითხვარს და შევეცდებოდი, დიქტოფონი მეპოვა სოხუმის უნივერმაღში.

ეს ინტერვიუ არასოდეს დამავიწყდება. მეორე დღეს, ზღვაში ბანაობისას, ვირუსი ავიკიდე, თავს საშინლად ვგრძნობდი. მაღალი ტემპერატურა მქონდა… მაგრამ პირობას ვასრულებ. ოჩამჩირეში მივდივარ მას შემდეგ, რაც ტაბლეტებს ვიღებ. გავაფრთხილებ მაინც ვიტალის დედას, რომ რამდენიმე დღით გადავდოთ ინტერვიუ. მივდივარ სახლში. მოხუცი მზადაა – გამორჩეული კაბა აცვია, ალბომები გამოუტანია…

daraselia-5-1638834563.jpg

სასწაული – 2 საათის განმავლობაში შესანიშნავად ვიყავი, არაფერს შევუწუხებივარ. მოვრჩით. მაცილებენ. ვიტალის დედა ცხვირსახოცს მიქნევს. კიდევ ერთი სასწაული – პირველივე მოსახვევში ძლივს ვასწრებ მანქანიდან გადასვლას, გული მერევა…

ინტერვიუ კი აღმოჩენა გამოვიდა – მე წარმოდგენილი არ მქონდა ვიტალის გარდაცვალების ასეთი დეტალები:

– დასაფლავებას თან გვარიანი სკანდალი ახლდა. შევარდნაძე ითხოვდა, რომ ვიტალი თბილისში დაგვეკრძალა, ყველა პატივით, პანთეონში, სადაც დიდი ხალხი მარხია. ქართველები მას თავისად თვლიდნენ. ჩვენ კი გვინდოდა, რომ ოჩამჩირეში დამარხულიყო. ძალით წამოვიყვანე აქ შვილი. ორი დღის განმავლობაში მიდიოდა კამათი.

– ქართულ “ცეკას” (კომპარტიის ცენტრალური კომიტეტი – რედ) როგორ აჯობეთ?

– ჩვენ ჩვენი მკვდრები მიგვყავს ხოლმე. ეს ტრადიციაა. ვიტალის გარდაცვალების დღეს ცუდი სიზმარი ვნახე. თითქოს, ვაღებ გარაჟის კარს და იქ ორი გვირგვინია, თეთრი ყვავილების… ორივე გვირგვინი წაიქცა… ცუდად გავხდი! იმ ღამით ვიტალი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. მეორე დღეს უნდა წამოსულიყო აქ თბილისიდან. ჩვენ მას ველოდით, სუფრაც გაშლილი იყო. მაშინ ჩვენ ჯერ კიდევ ზღვის ნაპირას ვცხოვრობდით…

– …და მერე გაიგეთ, რაც მოხდა…

– ვიღაცამ თქვა, ავარიააო… მთელი ქალაქი ეძებდა ვიტალის, სახლები დაცარიელებული იყო… 13 დღე ვერ ნახეს გვამი. საშინელი დრო იყო, წამითაც კი არ მიძინია. ნათესავებიდანაც არავის დაუძინია. ვფიქრობდით, ვერ ვიპოვიდით. მე საერთოდ ცოცხალი მეგონა…

– “ვოლგაზე” იჯდა, როცა ავარია მოხდა?

– არა, “ჟიგულიზე”. ავარიის შემდეგ ავტოინსპექციამ წაიყვანა მანქანა და იქვე დარჩა. 40 მეტრიდან გადავარდა. წარმოგიდგენიათ, რა მდგომარეობაში იქნებოდა?! ეს მისი პირველი მანქანა იყო. გაჭიანურებული მოსახვევი, 10 მეტრი ტრასა, ორმეტრიანი გზის კიდე და უფსკრული. ოდნავ გადავიდა საწინააღმდეგო მხარეს. ავტომობილი დაინახა. მისთვის გვერდის ავლა მოინდომა. ჰაერშივე გაუსკდა გული…

– გვამი მდინარემ წაიღო?

– რაღაც სასწაულით იპოვეს ვიტალის ბიძამ და ერთმა ობოლმა ბიჭმა მისი სოფლიდან… გვამი სულ სილაში იყო, ამოწეული ხელი შენიშნეს…

– …და მაინც, თავახდილი სასახლით დაკრძალთ

– ასეთია ჩვენი ტრადიცია. მიცვალებულსაც დიდხანს ვაჩერებთ დაკრძალვამდე, ხალხს სურს ნახვა… მას შემდეგ, რაც იპოვეს, ვიტალი ორი დღე ესვენა თბილისში, კიდევ ორი დღე ​- ​აქ, ოჩამჩირეში… ჩვენ ისიც გვაქვს ტრადიციაში, რომ თუ ვინმე მოკვდება, ოჯახს არაფერს ახარჯინებენ. ხალხი ამას არ დაუშვებს! ერთი გეუბნება – “მე მეგობარი ვარ, კუბოს ვყიდულობ”… მეორე – “სუფრა ჩემგან არის”…

– ვიტალის კუბოში ვიღაცამ ბუცები ჩადო

– მგონი, მოგვიანებით ამოიღეს. ბევრი რამ დადეს და ბევრი რამ ამოიღეს. ეს ზოგადად მიღებულია ჩვენს ქვეყანაში…

წყარო: lelo.ge

SHARE