ვლადიმირ ვაისი: …დასკვნებს გამოვიტანთ, ცვლილებები მომდევნო მატჩშიც იქნება…

330

სომხეთთან ფრედ ნათამაშები მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა და ფეხბურთელებმა კომენტარები გააკეთეს სფფ-ის ოფიციალური ვებგვერდისთვის (gff.ge):

ვლადიმირ ვაისი“წინა მატჩის შემდეგ გუნდში 9 ცვლილება გვქონდა, გოლი მატჩის დებიუტში გავუშვით, მაშინ, როცა ერთი ფეხბურთელი მოედნის მიღმა (ლევან შენგელიას ტრავმის ეპიზოდი – რედ) იყო. ამის შემდეგ შევქმენით კარგი მომენტები და პირველივე ტაიმში უნდა გაგვეტანა. გაშვებული გოლის შემდეგ დაწინაურება მაინც მოვახერხეთ, მაგრამ საბოლოოდ შეხვედრა ფრედ დასრულდა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლო წუთებში 2 ქულა დავკარგეთ. მეტოქეზე უკეთ ვითამაშეთ, მაგრამ ვერ გავიმარჯვეთ.

უნდა ვისწავლოთ ამ შეცდომებზე, კმაყოფილი ვარ თამაშით, რადგან დღევანდელ შეხვედრაში ბევრი მომენტი გვქონდა და მოგება შეგვეძლო. ამ თამაშის შემდეგ ჩრდილოეთ მაკედონიაში მივემგზავრებით, სადაც გიორგი აბურჯანია არ გვეყოლება, ის კლუბში ბრუნდება. ჯაბა კანკავა კი სკოპიეში ჭარბი ყვითელი ბარათების გამო ვერ დაგვეხმარება. ამიტომ ცვლილებები მომდევნო შეხვედრაშიც იქნება.

სატურნირო მდგომარეობის გათვალისწინებით, ჩრდილოეთ მაკედონიასთან მნიშვნელოვანი თამაში გველოდება, მომდევნო თვეში კი ამ გუნდს უკვე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის ფინალში შევხვდებით”.

თორნიკე ოქრიაშვილი“მოწინააღმდეგეს ორივე ტაიმში ვაჯობეთ, უკეთესად ვითამაშეთ, კარგი სტატისტიკაც გვქონდა… სამწუხაროდ, ძალიან ბევრი შანსი ვერ გამოვიყენეთ. ახლა უკვე შემდეგი თამაშისთვის უნდა მოვემზადოთ და 3 ქულა ავიღოთ”.

ნიკა კაჭარავა“ნაკრებში გატანილი გოლი ჩემთვის ყოველთვის სასიხარულოა. მაგრამ ცუდია, რომ ვერ მოვიგეთ. თამაშიდან გამომდინარე, საბოლოო შედეგი გულდასაწყეტია. უპირატესობას ვფლობდით, შეგვეძლო მეტის გატანა და ნაკლების გაშვება… რაც მთავარია, ყველაფერი წინ არის, ისევ თანაბარი ქულები გვაქვს ჯგუფის სათავეში. შემდეგ თამაშზე ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული”.

 

წყარო: lelo.ge

SHARE