ზედიზედ მეორედ: შერმადინმა ჩემპიონთა ლიგაზე წაგებული მოიგო

483

ზედიზედ მეორე, ფაქტობრივად წაგებული მატჩი შემოატრიალა გიორგი შერმადინის “ტენერიფემ”. ესპანურმა გუნდმა სტუმრად ლატვიაში, “ვეფ რიგასთან” მეოთხე პერიოდი 26:9 მოიგო და საბოლოოდ 68:64 იმარჯვა.

რიგელები მესამე რაუნდის შემდეგ 55:42-ს იგებდნენ და დამაჯერებლადაც თამაშობდნენ, თუმცა “ტენერიფეს” კალათბურთელებმა თავისი კლასი მეოთხე რაუნდში გამოავლინეს და ჩემპიონთა ლიგაზე მეექვსე მატჩი მოიგეს.

შეგახსენებთ, რომ წინა ტურში ბოლო წუთზე ესპანელები სალინის სამქულიანებით გადაურჩნენ “გაზიანთეფთან” წაგებას.

“ვეფ რიგასთან” გიორგი შერმადინის მონაგარი 20 წუთში 8 ქულა (5-დან 3 ორქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო), 6 მოხსნა, 3 პასი იყო. ტენერიფელთა გამარჯვება მნიშვნელოვნად განაპირობა გაბრიელ ლუნდბერგმა, რომელიც 15 ქულით მატჩის ბომბარდირი გახდა.

წყარო: lelo.ge

SHARE