თუშიშვილი რინერის წინააღმდეგ

511

26-28 ივლისს ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ძიუდო გრან პრი გაიმართება, სადაც მონაწილეობას საქართველოს ნაკრებიც მიიღებს, თუმცა ჯერ შემადგენლობა უცნობია.

საინტერესოა, რომ ტურნირის მთავარ ფოტოზე ქართველ გურამ თუშიშვილთან ერთად ლეგენდარული ტედი რინერიც არის გამოსახული, ეს კი იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა მათი დაპირისპირება კიდევ ერთხელ ვიხილოთ.

ქართველი და ფრანგი ერთმანეთს სულ ორჯერ შეხვდნენ და ორივეჯერ ძიუდოს ყველა დროის საუკეთესო მოჭიდავემ იმარჯვა. იმედია მათი შეხვედრის შემთხვევაში გურამი შეძლებს და მრისხანე მეტოქეს დაამარცხებს.

წყარო: croco.ge

SHARE