თქვენ ფიქრობთ, რომ გმირები ხართ? ეს ტყუილია! დღეები, რომლებმაც დიეგო მარადონას ცხოვრება შეცვალა

443

ახლა განსაკუთრებით რთულია ამ თემაზე საუბარი, მაგრამ სიმართლე სიმართლეა, დიეგო მარადონას ცხოვრებას ნარკოტიკები დიდი ხნის განმავლობაში მართავდა, რომ არა ეს ყველაფერი, ვინ იცის, ლეგენდა კიდევ რამდენ ხანს იცოცხლებდა.

მარადონამ ყველას თავისი მაგალითით აჩვენა, რომ ნარკოტიკი ბოროტებაა, რომელსაც საბოლოოდ საზარელ შედეგამდე მივყავართ.

ყველაფერი კოკაინის გასინჯვით დაიწყო, დიეგოს ჯერ კიდევ არ ესმოდა თუ რამდენად ცუდად შეცვლიდა ეს ყველაფერი მის ცხოვრებას.

Sportall.Ge
1982 წელს სუპერვარსკვლავის სტატუსით დიეგო “ბარსელონაში” გადავიდა. არგენტინელმა 36 მატჩში 22 გოლი გაიტანა და 1984 წელს იტალიას, კერძოდ “ნაპოლს” მიაშურა. არსებობს ორი ვერსია, თუ სად გასინჯა მარადონამ პირველად ნაროკიტი.

მისმა ყოფილმა მეუღლემ, კლაუდია ვილიაფანმა, რომელთან ერთადაც 19 წელი იცხოვრა, დარწმუნებულია, რომ მარადონა და კოკაინი აეროპორტში “შეხვდნენ”, როდესაც ფეხბურთელი ბარსელონადან” ნეაპოლში მიფრინავდა. შესაძლოა, ის დარდობდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს მის კარიერაში ისტორიული ნაბიჯი გახლდათ.

Sportall.Ge
დიეგო მარადონა და კლაუდია ვილიაფანი

რაც შეეხება მეორე ვერსიას, ეს თვითონ დიეგომ გაახმაურა. მისი თქმით, ყველაფერი გაცილებით ადრე დაიწყო, მაშინ, როდესაც “ბარსელონაში” იმყოფებოდა.

შესაძლოა, ორივე ვერსია სიმართლეს წარმოადგენდეს, რადგან დიეგომ ნარკოტიკი სხვასთან ერთად მართლაც კლუბის შეცვლისას მოიხმარა და მანამდე ის ინდივიდუალურად, მარტო იღებდა.

1983 წლის სექტემბრის თვეში, “ბარსელონასთან” ერთად დიეგოს, “ატლეტიკის” წინააღმდეგ ერთი რიგით მატჩი ჰქონდა, რა დროსაც დიეგომ მძიმე ტრავმა მიიღო და  არგენტინელს რეაბილიტაციისთვის წინ დიდი გზა ელოდა. ამ პერიოდში, დიეგოს მეგობარი, ხორხე ციტერშპილერი ფეხბურთელისთვის რაიმე გზით დამატებითი შემოსავალი მოტანას ცდილობდა, მაგრამ ლეგენდას ეს არ აინტერესებდა.

Sportall.Ge

ის ღონისძიებებს აწყობდა, ერთობოდა, ახალთახალ მანქანებსა და სახლებს ყიდულობდა, რომლებსაც მეგობრებს ჩუქნიდა. ამ მიზეზით, მის გარშემო საეჭვო ხალხმა დაიწყო მოძრაობა, რომლებსაც ლეგენდის ხელგაშლილობა იზიდავდა.

ტრავმის მოშუშება იწელებოდა და მარადონას ცხოვრება ერთგვარ ღონისძიებას ემსგავსეობდა.

Sportall.Ge
სპორტსმენს ასე ეცხოვროს არასდროს მინახავს, როცა არ უნდა მისულიყავი, ყოველთვის ვიღაც იყო. ზოგი ჭამდა, ზოგსაც სექსი ჰქონდა” – ამბობს “ბარსელონას” იმდროინდელი მწვრთნელი ლუის სესარ მენოტი

“ბარსელონაში” მაღალი დონის ნარკოტიკი ძალიან ძვირია, თანაც ამისთვის კარგი ნაცნობობა გჭირდება, რათა შეძლო და დილერს დაუკავშირდე. სამწუხაროდ, დიეგოს ცხოვრებაში ასეთი ხალხი საკმაოდ ბევრი აღმოჩნდა. ლეგენდამ ერთ წვეულებაზე ნარკიტიკი გასინჯა და მეორე დღეს უკვე მეორე დოზა მოითხოვა.

Sportall.Ge
ნარკოტიკის გარეშე ცხოვრებამ აზრი დაკარგა. ფეხბურთელი ხვდება, რომ ის მსგავსად ვეღარ აზროვნებს, ვიდრე იქამდე იყო.

“ყველაფერი “ბარსელონაში” დაიწყო. როდესაც ნარკოტიკის მოხმარებას იწყებ, კონტროლს კარგავ. გგონია ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ პირიქით, ყველაფერი უარესდება. ნარკოტიკის გასინჯვა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე არასწორი ნაბიჯია”, – განაცხადა მარადონამ

ამ თამაშის შემდეგ, კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ დიეგო მარადონა უნდა გაეშვათ.

“ბარსელონაში” ცხოვრების დროს, დიეგო იმაზე მეტს ხარჯავდა, ვიდრე გამოიმუშავებდა, სწორედ ამიტომ, ის დიდ ვალებში გადავარდა. ზუსტად  ამ დროს, “ნაპოლიდან” შეთავაზება მიუვიდა და დიეგო დაუფიქრებლად დათანხმდა, რადგან იტალიელების გარდა ლეგენდის აყვანის სურვილი არავის გააჩნდა.

მიუხედავად მასში გადახდილი კოლოსალური თანხისა, ფეხბურთელი ვალებს მაინც ვერ ისტუმრებს და ამ დროს ხდება ყველაზე ცუდი რამ, მარადონა ნარკოტიკს იღებს და ყველაფერი თავდაყირა დგება. მიუხედავად მისი პრობლემებისა, ფეხბურთელი მეფესავით ცხოვრობს, მასზე ლოცულობენ, რადგან მარადონას ცნობილი სიტყვებია, რომ მისი მიღწევა და გამარჯვება, ხალხსაც ეკუთვნის.

ყველაფერი გაცილებით რთულდება, მარადონას ირგვლივ საეჭვო ხალხი იმატებს. ლეგენდას ადგილობრივი მაფიის ბოსი მფარველობას სთავაზობს, რის შემდეგაც არგენტინელი უძვირფასეს საათებს, მანქანებს, ქალებს, წვეულებებსა და ამოუწურავ ნარკოტიკს იღებს.

Sportall.Ge
“მე მათი სათამაშო ვიყავი, მითხრეს, რომ დამიცავდნენ და მეც დავიჯერე. ეს ჯადოსნური სამყარო გახლდათ, რომელმაც ჩამითრია”, – განაცხადა მარადონამ

მარადონას მძღოლმა საკმაოდ საინტერესო რამ განაცხადა, მისი თქმით, კოკაინს არგენტინელის გარდა კიდევ 10 ფეხბურთელი იღებდა, რომელიც არ

გახმაურებულა. საერთო ინტერესი მათ ისეთ წარმოდგენას უქმნიდა, თითქოს ეს ყველაფერი ცუდი არ გახლდათ.

იტალიურ მაფიას ფეხბურთელებთან ახლო კონტაქტი ნამდვილად აწყობდა, რადგან ისინი ფსონს მათ მარცხზე დებდნენ და ვალდებულს ხდიდნენ, რათა კონკრეტული მატჩი წაეგოთ.

მარადონა “ნაპოლში” 1984-1991 თამაშობდა. მისი იტალიური კარიერის დასასრულს, დიეგოსთვის ყველაფერი სხვანაირად გახლდა, როგორც  ფეხბურთელისთვის, ისე პიროვნული.

Sportall.Ge
“ფიქრობთ მარადონას კოკაინი ფიქრსა და სწრაფად მოძრაობაში ეხმარება? ძალიან ცდებით”, – განაცხადა იმდროინდელი “მილანის” მწვრთნელმა არიგო საკმა

მარადონა იტალიაში ჩავიდა ადამიანი, რომელიც ნარკოტიკს ხანდახან მოიხმარდა და წავიდა ისე, როგორც მასზე დამოკიდებული პიროვნება. ყველაფერს წერტილი ამერიკაში დაესვა, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატის დროს, მის ორგანიზმში 5 დაუშვებელი ნივთიერება აღმოაჩინეს და ფეხბურთელი დასაჯეს.

საინტერესოა რას ამბობდნენ ექიმები ამ ყველაფერზე? როგორც მათ განაცხადეს, ეს იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ რამდენიმე ნარკოტიკს ერთმანეთში აურევდა და როგორც ჩანს, არგენტინელი ლეგენდა არც ამას ერიდებოდა.

დიეგოს ჯერ კიდევ კარიერის მიმდინარეობისას ჯანმრთელობის პრობლემები დაეწყო, ხოლო 2000-იან წლებში პირველი გულის შეტევა გადაიტანა, რასაც კომა მოჰყვა. ამის მიზეზი არავის გაკვირვებია, ეს ყველაფერი ლოგიკური გახლდათ, ფეხბურთელმა ზედმეტი დოზის ნარკოტიკი მიიღო. ამის შემდეგ დიეგომ კიდევ ერთი ინფარქტი გადაიტანა და არაერთი ოპერაცია ჩაიტარა. სამწუხაროდ, ნარკოტიკს სასმელი დაემატა და ამ “დუეტმა”, საქმე, სავალალო შედეგამდე მიიყვანა.

Sportall.Ge

დიეგო რეაბილიტაციისთვის კუბაში წავიდა, მაგრამ ნარკოტიკი… ქალები… სასმელი… ფეხბურთელი კვლავ ჩვეულ რეჟიმში ცხოვრებას განაგრძობს. მისი თქმით, სიკვდილისგან ერთ ნაბიჯში გახლდათ, ამიტომ ის ამაყობდა, რომ შეძლო და ნარკოტიკს 14 წლის განმავლობაში თავი დაანება, მაგრამ სიმართლეა ეს?

Sportall.Ge

“მე რეალობასთან კონტაქტი დავკარგე, ვუღალატე შვილებს. როდესაც ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ ხარ, შენთვის დრო არ არსებობს. ფიქრობ, რომ ყველაფერი კარგადაა, შენ სუპერმენი ხარ, მაგრამ ვერც კი წარმოიდგენ შენს გარშემო რა ხდება. მე არ ვიყავი კარგი შვილი, მამა და ქმარი. არ დაგავიწყდეთ, ნარკოტიკი ბოროტებაა”

წყარო: sportall.ge
SHARE