იაკვინტა: “მაკგრეგორი უკვე მკვდარია და ხაბიბთან უშანსოდ არის”

478

UFC-ის მებრძოლმა ელ იაკვინტამ კონორ მაკგრეგორისა და ხაბიბ ნურმაგომედოვის შესაძლო რევანშზე ისაუბრა:

“მაკგრეგორი ხაბიბთან ბრძოლისთვის მთელი მსოფლიოს გასაგონად ემზადებოდა და უშანსოდ დამარცხდა.

მე დაღესტნელთან ჩხუბის შესახებ ერთი დღით ადრე გავიგე და მას თანაბრად ვებრძოლე.

მსაჯები და დრო რომ არა, ალბათ ახლაც ვიომებდით. კონორს ასე არ შეუძლია, რადგან ის უკვე მკვდარია.

მათი რევანში დიდი ალბათობით შედგება, პრომოუტერები ამის თაობაზე უკვე მუშაობენ.

შედეგი იგივე იქნება – ირლანდიელი უშანსოდ წააგებს.” – განაცხადა ამერიკელმა.

წყარო: goal.ge

SHARE