იგორ ანგელოვსკი: ამ მატჩმა აჩვენა, რომ მაკედონია არასოდეს დანებდება!

387

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იგორ ანგელოვსკი უზომოდ გახარებული ჩანდა – საქართველოს ნაკრებთან ერთა ლიგის C2 ჯგუფის მატჩი სკოპიეში მისმა გუნდმა ისევ 10 მოთამაშით დაასრულა, როგორც თბილისური დაპირისპირება. ამის მიუხედავად, კაცნაკლულმა ბალკანელებმა ანგარიში ბოლო წამზე გაათანაბრეს (1:1) და საქართველოსთან ერთად ისევ ჯგუფის ლიდერები არიან.

მატჩის შემდეგ ანგელოვსკიმ აღნიშნა, რომ მისი გუნდი დაუმარცხებლად მიდის და გათამაშების დასრულებამდე ორი ტურით ადრე ისევ ცხრილის სათავეშია.

ამ მატჩმა აჩვენარომ ჩრდილოეთ მაკედონია არასდროს დანებდებამიუხედავად იმისარომ ნაკლები ფეხბურთელი გვყავდაჩვენ უკვე შევეჩვიეთ ამას, რადგან ერთსა და იმავე მეტოქესთან ისევ და ისევ ანალოგიური ამბავი შეგვემთხვა. ასე მოხდა თბილისურ შეხვედრაში და ახლა კაცნაკლულები დავრჩით. ამის მიუხედავად, კიდევ ერთხელ გამოვაჩინეთ ხასიათი  ყველას ხელს ვუწევ, კაპიტნიდან დაწყებული, ეროვნული გუნდის ბოლო წევრით დასრულებული, რადგან მათ ბრძოლის უნარი გამოავლინეს– ამბობს ანგელოვსკი.

მან ზოგადად ოქტომბერში გამართული სანაკრებო შეხვედრებიც შეაფასა.

ადვილი არ არის 7 დღეში მატჩის ჩატარება. ზოგმა ტკივილგამაყუჩებლით ითამაშაზოგიერთმა კი მოედანზე გასვლა სამედიცინო შტაბის წევრების დახმარებით მოახერხა. ჩვენ მიზანს ორივე ფრონტზე მაინც მივაღწიეთ – ევრო 2020-ის პლეი ოფის ნახევარფინალში კოსოვოს ნაკრებს ვძლიეთევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის ვიბრძვით და ჯგუფში პირველებ ვართ, – განაცხადა ანგელოვსკიმ.

ბალკანელთა მწვრთნელმა კომენტარი გააკეთა მეკარე სტოლე დიმიტრიევსკის მოქმედებაზეც, რის შემდეგაც პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო: “როგორც მწვრთნელი, მე ინდივიდუალურად არასდროს არავის ვაკრიტიკებ. ასე რომ, ამ შემთხვევაშიც ასე იქნება. მ ეპიზოდში მე შევყვირე, ფეხით ეთამაშა და ვფიქრობ, ეს ყველამ გაიგო, რადგან სტადიონზე მაყურებლები არ იყვნენ. მაგრამ კარგია, რომ მას სასჯელი ევრო 2020-ის ფინალში არ შეეხება და საქართველოსთან 12 ნოემბრის მატჩში ჩვენ მისი იმედი შეგვიძლია გვქნდეს”.

დიმიტრიევსკის იგივე პრობლემა შეექმნა, როგორც ვისარ მუსლიუს – ჩრდილოეთ მაკედონიის გუნდის მცველი პირდაპირი წითელი ბარათის გამო 2 მატჩით იყო დისკვალიფიცირებული. ამიტომ ესტონეთსა და საქართველოსთან არ უთამაშია, მაგრამ კოსოვოსთან ითამაშა, რადგან ერთა ლიგის გასული სეზონის მატჩზე ახალი გათამაშების დროს მიღებული ბარათები არ მოქმედებს.

წყარო: lelo.ge

SHARE