კანკავას გარეშე! სანიოლმა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

374

ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრები მომდევნო ორშაბათიდან თბილისში შეიკრიბება და 31 მაისის ჩათვლით დედაქალაქში საწვრთნელ შეკრებას გაივლის ივნისში გასამართი ამხანაგური მატჩებისთვის.

რუმინეთსა და ნიდერლანდებთან სპარინგებისთვის სანიოლმა 26 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის, ერთი დებიუტანტია – 22 წლის ფორვარდი სერგო კუხიანიძე, რომელმაც მიმდინარე სეზონში წყალტუბოს “სამგურალის” მაისურით 5 გოლი გაიტანა.

ტრავმის გამო, მოახლოებულ ორ შეხვედრაში ნაკრებს კაპიტანი ჯაბა კანკავა ვერ დაეხმარება. 2 ივნისს რუმინეთისა და საქართველოს მატჩს ქალაქი პლოეშტი უმასპინძლებს, 6 ივნისს კი ქართველი ფეხბურთელები ნიდერლანდებს ენსხედეში (“ტვენტეს” სტადიონზე) დაუპირისპირდებიან.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები – გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), ლაზარე კუპატაძე (დინამო ბთ), გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი);
მცველები – გურამ კაშია (ლოკომოტივი), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, უნგრეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა), გურამ გიორბელიძე (ვოლფსბერგი, ავსტრია), სოლომონ კვერკველია (როტორი, რუსეთი), გრიგოლ ჩაბრაძე, ირაკლი აზაროვი (ორივე – დინამო ბთ);
ნახევარმცველები – ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (კარტახენა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგიუჯუ, თურქეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო ბთ), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, რუსეთი), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, რუსეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხ. კორეა), ლევან შენგელია (ქონიასფორი, თურქეთი);
თავდამსხმელები – თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია), სერგო კუხიანიძე (სამგურალი), ბუდუ ზივზივაძე (ფეჰერვარი, უნგრეთი).

წყარო

SHARE