კარგი საახალწლო ამბავი ქუთაისის ტორპედოსა და ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის!

450

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ დავალიანების გამო, ქუთაისის “ტორპედოს” ეროვნული ლიგიდან დაქვეითება ემუქრებოდა. ვალის გადახდის ბოლო ვადად 28 დეკემბერი იყო დასახელებული.

ამიტომაც იყო, “ტორპედოს” გულშემატკივარი და ყველა ის ადამიანი, ვისაც ქართული ფეხბურთის დღევანდელობა და მომავალი აღელვებს, ერთგვარი შფოთით ელოდა ამ დღეს.

მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა კლუბი დატოვა იტალიელმა ბიზნესმენმა ფაბიო მანინომ. მიუხედავად “ტორპედოს” ხელმძღვანელობის განცხადებისა, რომ ეს არ იქნებოდა კლუბისთვის კატასტროფა, 28 დეკემბერი მაინც რჩებოდა საშიშ დღედ…

…და აი, ინფორმაცია, რომელიც “ტორპედოს” ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა: “კლუბმა დაიწყო დავალიანების დაფარვა, რომელიც 3 წლის განმავლობაში ჰქონდა”.

იქვე მოყვანილია “ტორპედოს” აღმასრულებელი დირექტორის პაპუნა მელაძის სიტყვები, რომლის თანახმადაც კლუბი 2021 წელს დავალიანების გარეშე შეხვდება.

გამომდინარე აქედან, “ტორპედოს” ლიცენზია არ ჩამოერთმევა და ახალი სეზონიდან კვლავ უმაღლეს ლიგაში ითამაშებს.

წყარო: http://lelo.ge/article/%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%AC%E1%83%9A%E1%83%9D-%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%91%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98-%E1%83%A5%E1%83%A3%E1%83%97%E1%83%90%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%AE%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%99%E1%83%98%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%97%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1-26454/

SHARE