ლებრონის რეკორდი გაიმეორეს – ასეთი შემთხვევა ისტორიაში მეორეა

435

რასელ ვესტბრუკმა სამმაგი დუბლი შეასრულა, ეს უფრო რუტინული ამბავია თუ ის, რომ მზე აღმოსავლეთიდან ამოდის, რთული სათქმელია. თუმცა, კონკრეტულად ბოლო მიღწევა, 31 წლის კალათბურთელისთვის გამორჩეული იყო.

ჰიუსტონ როკეტსის” გამთამაშებელმა 32 ქულა, 11 მოხსნა და 12 შედეგიანი გადაცემა ყოფილი გუნდის, “ოკლაჰომას” წინააღმდეგ მოიპოვა.

ტიოტა ცენტრში” 112:107 მოგებული შეხვედრა ვესბრუკისთვის ისტორიული გამოდგა, ვინაიდან ამერიკელმა სამმაგი დუბლის გაფორმება უკვე ყველა იმ გუნდის წინააღმდეგ მოახერხა, რომელთანაც უთამაშია.

ასეთი რამ, ისტორიაში მხოლოდ ერთ კალათბურთელს გაუკეთებია, რა გასაკვირია, რომ ლებრონ ჯეიმსზე ვსაუბრობთ. “მეფემ” ოცდაათივე კლუბისგან გვირგვინი შარშან ნოემბერში შეკრა.

ვესტბრუკი შარშან ზაფხულიდან “რაკეტების” წევრია და MVP-ის წოდების ერთ-ერთი კანდიდატიც.

წყარო: live.ge

SHARE