ლევან კობიაშვილისა და ქუთაისის მერიის იურისტის განმარტებები ყველაფერს ნათელს ხდის…

361

ქუთაისის “ტორპედოში” არსებულ ვითარებაზე პირველად გაკეთდა სრულყოფილი და ნორმალური კომენტარი, რამაც გაურკვევლობა და ბუნდოვანება ოდნავ მაინც გაფანტა. ამის შესახებ ქუთაისის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსმა ირაკლი გიორგაძემ ილაპარაკა. მან ჯერ იმაზე გააკეთა კომენტარი, თუ როგორ მოგვარდა სადავო პროცესი ყოფილ ინვესტორ ზაზა ჩაჩავასთან:

“ქუთაისის “ტორპედო” გადაცემული იყო ინვესტორზე – “ინტერნელ სოკერ ჰაუსზე”, რომელმაც კლუბი არასწორად მართა. ამის გამო დაედო როგორც ფეხბურთელები, ასევე სხვა თნამშრომლბის ვალი, ასევე, სესხი აქვს აღებული კერძო პირებისა და ბანკებისგან. ამ ყველაფერმა კლუბის ფინანსური მდგომარეობის გაუარესება განაპირობა. ქუთაისის მერიამ ამ ყველაფრის გამო წამოიწყო სასამართლო პროცესი კლუბის ინვესტორისთვის ჩამორთმევის მიზნით, რაც დღეისთვის წარმატებით დაგვირგვინდა. ახლა “ტორპედოს” 100-პროცენტიანი წილის მფლობელი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტია. თუმცა კლუბს დარჩენილია ქვს დავალიანება”, – აცხადებს გიორგაძე.

ქუთაისის მერიის მთავარი იურისტის განმარტებით, დავალიანების გასტუმრებაზე არსებობს შეთანხმება: “დავალინების ნაწილის გასტუმრების ვალდებულებაც ყოფილმა მეპატრონე ზაზა ჩაჩავამ აიღო თავის თავზე. ლაპარაკია 1,2 მილიონ ლარზე. ის ახლ ამ ვალის გასტუმრების პროცესშია. ამავე დროს, დავალიანების ნაწილის, 1,5 მილიონი ლარის დაფარვაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს და ეს საკითხი უახლოეს დღეებში გადაწყდება. ამის შესახებ ძველ ინვესტორს ხელი აქვს მოწერილი. გაფორმდა ურთიერთშეთანხმების აქტი – ქუთაისის მერიას, ძველ ინვესტორს, “ინტერნეშენალ სოკერ ჰაუსსა” და სავარაუდო ახალ ინვესტორ ფაბრიციო მანინის შორის. ამ აქტის მიხედვით, ძველმა ინვესტორმა დაადასტურა და აღიარა, რომ  მესამე პირების მიმართ “ტორპედოს” 1,2მილიონლარიან დავალიანებას გაისტუმრებს, მათ შორის, “ვი თი ბი ბანკის” მიმართ. რაც შეეხება ფეხბურთელებისა და ადმინისტრაციის ხელფასს, მას ახალი ინვესტორი ინვესტიციის სახით ჩადებს”.

გიორგაძემ მოლაპარაკების წარმატებით დასრულების იმედი გამოთქვა: “მოლაპარაკებაში ჩართულები არიან როგორც ქუთაისის მერია, ასევე სამხარეო ადმინიტრაცია, სპორტის სამინიტრო, ფეხბურთის ფედერაცია და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდიიმედია, ამ ყველაფრის შედეგად, უახლოეს დღეებში კლუბი ახალ ინვესტორ გადაეცემა, ყველა დავალიანება სრულად დაიფარება და “ტორპედო” საქმიანობას გააგრძელებს. ეს პროცესი დააახლოებით 10 დღეში დასრულდება”.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობას ფეხბურთის ფედერაციასთან კომუნიკაცია ჰქონდა და ლიცენზირების ვადამ გადაიწია, ხოლო იტალიელ ინვესტორთან მოლაპარაკებები ტექნიკური გადაბარებისა და მოკვლევის საკითხებთან დაკავშირებით მიმდინარეობს. “ტორპედოში” არსებული ვითარების შესახებ ილაპარაკა და დეტალები დააკონკრეტა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა.

“ითქვა, რომ “ტორპედოს” ფეხბურთის ფედერაციის ვალი აქვს 3 მილიონ 700 000 ლარი, რაც სიმართლეს არ შეესაბამება... წლების წინ “ტორპედო” ბევრად მძიმე ვითარებაში იყო. ამ ეტაპზე “ტორპედომ” ლიცენზია მიიღო, მაგრამ მონიტორინგის რეჟიმშია. აუდიტმა უნდა დადოს დასკვნა, თუ რამდენადაა ქუთაისური კლუბი გადახდისუნარიანი. კლუბს რომ ფეხბურთელთა და თანამშრომელთა დავალიანება აქვს, ეს პრობლემაა, თუმცა მთავარია, ჩემპიონატის დაწყებამდე აუდიტმა “ტორპედოს” შესახებ გამოაქვეყნოს დასკვნა და თუ აუდიტი ჩათვლის, რომ კლუბი არსებობას შესძლებს, მას უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება ექნებამცდარია ინფორმაცია, თითქოს, “ტორპედო” უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლებას იმიტომ არ მიიღებს, რომ ფეხბურთელთა დავალიანება აქვს. აღმასკომი “ტორპედოს” კონკრეტულ ვადებს განუსაზღვრავს და თუ კლუბი განსაზღვრულ ვადებში ხელფასებს ვერ გაისტუმრებს, მაშინ ჯარიმდება. ასეთი ვადა კლუბს 25 დეკემბრამდე ჰქონდა და მაშინ აღმასკომის მიერ განსაზღვრული თანხა “ტორპედომ” გადაიხადა. ამ ეტაპზე კლუბს მხოლოდ ერთი მომჩივანი ჰყავს და ეს საქმე ახლა შემოვიდა”.

ინვესტორთან დაკავშირებით კობიაშვილიც დამაიმედებელ სიახლეს აჟღერებს: “იტალიელი ინვესტორები ქუთაისს ოთხშაბათს ესტუმრებიან, ამ საკითხს პოზიტიურად ვუყურებ. ჩემი ინფორმაციით, ყველაფერი ამ დღეებში გადაწყდება ისე, როგორც ქართულ ფეხბურთს და ქუთაისელ გულშემატკივრებს სჭირდება“.

წყარო: lelo.ge

SHARE