ლევან კობიაშვილი: გამოჩნდა შესაძლებლობა, რომ ტორპედოს რაღაცით დავეხმაროთ…

403

ქუთაისის “ტორპედოში” ფინანსურმა კრიზისმა პიკს მიაღწია. ქალაქის რიას და გულშემატკივრებს სურთრომ კლუბს დროულად ეშველოს… მაგრამ როგორ?

ამის შესახებ კვირას ტელეკომპანია “იმედის” სპორტულ გადაცემაში (“სპორტი იმედზე“) ლევან კობიაშვილმა ილაპარაკა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, ქუთაისელი გულშემატკივრები “ტორპედოში” არსებულ ვითარებაზე სრულ ინფორმაციას არ ფლობენ…

არ ვიციჩემი მისამართით უკმაყოფილება რამდენად შეიძლება იყოს. ამას თავი დავანებოთჩემთვის მთავარი ეს არ არის. მთავარი ისაარომ ყველამ შევძლოთ და გუნდი ამ პრობლემიდან გამოვიყვანოთადრეცმითქვამსრომ “ტორპედო” ჩემთვის ის კლუბიარომელიც ზოგადად ჩვენს ჩემპიონატს განასახიერებს და ჩემპიონატი მის გარეშე, ტრადიციებით, გულშემატკივრითა და ყველაფრით, ძნელი აღსაქმელი იქნება

მდგომარეობა ურთულესიაქუთაისში რამდენჯერმე ჩავედი და გულშემატკივარს შევხვდიინფორმაციის ნაკლებობის გამო, მათ სიმართლე ბოლომდე არ იცოდნენდღეს გამოჩნდა შესაძლებლობარომ “ტორპედოს” რაღაცით დავეხმაროთიქნება ეს კერძო ორგანიზაცია თუ ასე შემდეგმე ვხედავ იმის შესაძლებლობასრომ მომდევნო დღეებში და კვირებში კლუბში რეალურად რაღაც ფინანსები შევიდეს და სხვა რეალობა დადგეს…

რაც შეეხება პირობებსეს ყველაზე ნაკლები პრობლემააადრეც მითქვამს და ახლაც გავიმეორებრომ ფეხბურთის ფედერაცია მზად არის, ასეთ ვითარებაში კლუბებს დაეხმაროსრაღაც გამოჩნდება და “ტორპედო” იარსებებს – ეს არის მიზანი და მე მგონიარომ ამ მიზანს მივაღწევთ“, – თქვა ლევან კობიაშვილმა გადაცემაში.

ქუთაისის “ტორპედოს” ფანკლუბი (“ჩვენ ვართ ტორპედო”) კობიაშვილის კომენტარს გამოეხმაურა:

როგორც ლევან კობიაშვილი ამბობსჩვენფანები, ბევრ თემასთან დაკავშირებით სწორად ინფორმირებულები არ ვიყავით და ისეთ რაღაცეებს ვამბობდითრაც რეალობას აცდენილი იყოროცა გუნდი გეშლებართულია თავის გაკონტროლებაამ დროს შენს კლუბზე ნათქვამიყველანაირი ჭორი თუ სიმართლე გაშინებსამის შემდეგ სფფ-ის პრეზიდენტი ქუთაისში ჩამოვიდა და ფანებს პირადად შეგვხვდაშექმნილ ვითარებაზე ვილაპარაკეთბევრი რამ გავარკვიეთ და პირობა მოგვცარომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვისრომ “ტორპედო” ეროვნულ ლიგაში თამაშობდეს. “იმედშიც” გარკვევით ამბობსრომ ქუთაისის “ტორპედო” ყველამ ერთობლივი ძალებით უნდა გადავარჩინოთისიც ახსნაჩვენი გუნდის ეროვნულ ლიგაში ასპარეზობა რაოდენ მნიშვნელოვანია“, – წერია ფანკლუბის განცახდებაში.

ფანებმა კობიაშვილის გამოსვლის იმ ნაწილს მიაქციეს ყურადღება, რომელიც “ტორპედოს” დაფინანსების წყაროს ეხებოდა: რაც შეეხება ქალაქის მერიასამასაც კარგად ხსნის კობიაშვილირომ მას ყველანაირი უფლება აქვს, კლუბისთვის საარსებო თანხები მოიძიოსრაც ხელფასის დარიგებას გულისხმობსიმედიაყველაფერი დალაგდება და გუნდს ერთად დგომით და ერთად გადავარჩენთ“.

შეგახსენებთ, რომ “ტორპედომ” ფეხბურთელების მედიასთან შეხვედრა დააანონსა, მაგრამ შემდეგ ეს შეხვედრა გადაიდო – ეს ქუთაისური კლუბის ოფიციალური გვერდის მიერ გავრცელებული მორიგი ინფორმაციიდან გახდა ცნობილი.

გავრცელებული განცხადების შემდეგ ფეხბურთელებს შორის კიდევ ერთი შეკრება გაიმართა. 16 სექტემბერს “ტორპედოს” სტუმრად “საბურთალოსთან” მნიშვნელოვანი მატჩი ელისჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება, “ტორპედო” კი ევროტურნირებზე მოსახვედრად იბრძვისშესაბამისადახლა მისთვის თითოეული ქულა უძვირფასესიაფეხბურთელებმა ამჯერადაც გაითვალისწინეს კლუბისა და გულშემატკივრის ინტერესითითოეული მათგანი გრძნობს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ქომაგთა წინაშერომელიც მათგან მხოლოდ წარმატებას ელისაქედან გამომდინარეფეხბურთელებმა მიიღეს გადაწყვეტილებარომ გუნდი ჩვეულებრივად ივარჯიშებსმოახლოებული მატჩისთვის სათანადოდ მოემზადებაგანცხადება კი “საბურთალოსთან” თამაშის შემდეგ გაკეთდება”, – წერია კლუბის ოფიციალურ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელებული ცნობის მიხედვით, ქუთაისური კლუბის ფეხბურთელები მედიასთან შეხვედრასა და არსებულ პრობლემებზე ღიად ლაპარაკს აპირებდნენ. მოკლედ, ტორპედოელებისა და გუნდის მთავარი მწვრთნელის, კახა ჩხეტიანის შეხვედრა მედიასთან ორშაბათს, თბილისში, “საბურთალოსთან” მატჩის (დასაწყისი 16 საათზე) შემდეგაა მოსალოდნელი.

წყარო: lelo.ge

SHARE