ლევან მჭედლიძე ემპოლის ფეხბურთელი აღარ არის

401

2006 წლის ზაფხულში ეტორე დონატის ემპოლის პრიმავერას გუნდში 16 წლის ასაკში მისული ლევან მჭედლიძე ტოსკანურ კლუბს 29 წლის ასაკში დაემშვიდობა. იქამდე იყო სულ ორი თამაში გორის დილას რიგებში, მერე კი იჯარა 2008-2010 წლებში პალერმოში (11 თამაში, 1 გოლი).

ქართველმა ცენტრფორვარდმა ამ ხნის განმავლობაში იტალიის ჩემპიონატებში (სერია A & B) და თასზე 163 თამაშში 20 გოლი გაიტანა. ყველამ კარგად იცის მიზეზი ასე ცოტა თამაშის – ქრონიკული ტრავმები წლების განმავლობაში.

ბოლო სეზონში ლევან მჭედლიძემ ჯამში 12 თამაშში მიიღო მონაწილეობა და 2 საგოლე პასი გააკეთა.
ფეხბურთელს ემპოლისთან მოქმედი კონტრაქტის ვადა 30 ივნისს გაუვიდა და ის აღარ გაგრძელდა, მჭედლიძე თავისუფალი აგენტია. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინათ, ქართველმა ფეხბურთელმა იმით მიიქცია მედიის ყურადღება, რომ სოციალურ მედიაში გამოჩნდა მისი ფოტო, სადაც ფუტინის ფიგურას უხამს ჟესტს აჩვენებს.

ლევან მჭედლიძის საბაზრო ფასი “ტრანსფერმარკტის” მიხედვით, ახლა 400 ათასი ევროა.

 

წყარო: popsport,ge

SHARE