ლეო მესიმ ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი რეკორდი დაამყარა

400

“ბარსელონას” კაპიტანმა ლიონელ მესიმ ჩემპიონთა ლიგაზე უნიკალური მიღწევა დააფიქსირა.

არგენტინელი სუპერვარსკვლავი ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ზედიზედ მე-16 სეზონში გოლის გატანა მოახერხა.

33 წლის შემტევმა ეს რეკორდი ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში, “ფერენცვაროშთან” მოგებულ (5:1) შეხვედრაში საგოლე გადაცემასთან ერთად ზუსტი პენალტიც შეასრულა.

6 ოქროს ბურთის მფლობელს ჩემპიონთა ლიგის 144 შეხვედრაში 116 გოლი აქვს გატანილი, მასზე მეტი მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუს აქტივშია – 130.

მიმდინარე სეზონში ლეომ “ბარსას” მაისურით ხუთ მატჩში ითამაშა და 2 გოლის გატანა და 3 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

წყარო: live.ge

SHARE