მაიკ ტაისონმა ზვიგენებთან იჩხუბა

515

ლეგენდარულმა ამერიკელმა მოკრივემ მაიკ ტაისონმა ტელეარხ „დისქავერიზე” პროგრამა „ზვიგენების კვირაში” მიიღო მონაწილეობა და მტაცებლებთან წყალქვეშ ჩაყვინთა.

როგორც გაზეთი „თაიმსი” წერს, 54 წლის მაიკი სამი რაუნდის განმავლობაში უპირისპირდებოდა ზვიგენებს. ორთაბრძოლას უწოდეს – „ტაისონი ყბების წინააღმდეგ”. თავიდან მან ზვიგენებთან გალიაში ჩაყვინთა, შემდეგ ღია წყალში ჩავიდა და ფრთხილად იგერიებდა ზვიგენებს, თუ ისინი მასთან ახლოს მიცურდებოდნენ.

ბოლო ეტაპის წინ, ტაისონს გული აერია, მაგრამ მაინც ჩაყვინთა 15 მეტრის სიმაღლეზე. მას ზვიგენისთვის ცხვირზე ხელის წავლება მოუწია მტაცებლის გასანეიტრალებლად.

„რკინის მაიკმა” აღიარა, რომ ძალიან შეშინდა. „მე ასეთი მეტოქე ავირჩიე იმის გამო, რომ შიში გადამელახა, რომელსაც ცხოვრებაში ისევ ვაწყდები. ზუსტად ასეთი შიში მაქვს ახლა, როცა 54 წლის ასაკში რინგზე დაბრუნებას ვაპირებ. დავრწმუნდი, რომ შემიძლია გადავლახო ყველაფერი, რამაც შეიძლება ხელი შემიშალოს ჩემი ცხოვრების მისიის შესრულებაში – განვავითარო უმაღლესი პოტენციალი და მივუახლოვდე ღმერთს”, – თქვა მან.

მაიკ ტაისონმა პროფესიულ რინგზე დაბრუნების შესახებ გამოაცხადა. მან პირველი შეხვედრა თანამემამულე როი ჯონსის წინააღმდეგ უნდა გამართოს. ბრძოლა 12 სექტემბრისთვის იყო ჩანიშნული, მაგრამ ნოემბრისთვის გადაიტანეს.

წყარო: 1tv.ge

SHARE